ფაქტები ქალაქების შესახებ…
1. ყველაზე დიდ ქალაქად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მიჩნეულია მდინარე იანძზე მდებარე ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქი – შანხაი,რომელშიც 2011 წლის ბოლოს მონაცემებით 24,431,000 მაცხოვრებელი ცხოვრობს.არის მონაცემები,რომ დღესდღეობით მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია.
2. ყველაზე დიდი ფართობის მქონე ქალაქი გახლავთ,ავსტრალიის უდიდესი ქალაქი სიდნეი,რომლის საერთო ფართობი 12,144,6 კვადრატული კილომეტრია.მიუხედავად ამისა,ეს მონაცემები მაინც სადაო რჩება,რადგან ჩინელები ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე ქალაქად მონგოლეთში მდებერა ქალაქ – ხულუნბუის ასახელებენ,რომლის საერთო ფართობიც 263,953 კვადრატული კილომეტრია.თუმცა აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ არნიშნული ქალაქი უფრო წარმოადგენს რეგიონს და მას პრეფექტურის სტატუსი აქვს.
3. მსოფლიოში ყველაზე დიდი სიგრძის მქონე ქალაქად,მიჩნეულია მექსიკის დედაქალაქი – მეხიკო,რომლის მაქსიმალური სიგრძე 200 კილომეტრზე დიდია. (ავტორი გენია.ჯი)
4. ყველაზე პატარა ქალაქად მიჩნეულია ისტრიის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში (ხორვატიაში) მდებარე ქალაქი – ჰუმი,რომლის მოსახლეობის რაოდენობა 17 მაცხოვრებლიდან 25 მაცხოვრებლამდეა.
5. ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მდებარე ქალაქად მსოფლიოში მიჩნეულია პერუს ანდების მთებში მდებარე ქალაქი ლა-რინკონადა,რომელიც ზღვის დონიდან 5100 მეტრს სიმაღლეზეა გაშენებული.მოსახლეობის რაოდენობა 30,000 მაცხოვრებელია.
6. ზღვის დონიდან მსოფლიოს ყველაზე დაბალ ადგილზე გაშენებულ ქალაქად მიჩნეულია,მკვდარი ზღვის სანაპიროზე (ისრაელში) მდებარე ქალაქი ნევე-ზოარი.იგი ზრვის დონიდან -395 მეტრს ქვემოთ მდებარეობს.
7. ყველაზე დიდ აგლომერაციად მსოფლიოში მიჩნეულია იაპონიის დედაქალაქი ტოკიო-იოკოჰამა,სადაც 37,126,000 ადამიანი ცხოვრობს.
8. “The Economist”-ის,”Mercer”-ის და “Monocle”-ს კონსოლიდირებული ანალიზის შედეგად დადგინდა,რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალხარისხოვანი ცხოვრების დონით ავსტრიის დედაქალაქი ვენა გამოირჩევა.
9. დედამიწაზე არსებული ყველა ქალაქი,დედამიწის ხმელეთის 1%-ზეა განთავსებული. (ავტორი გენია.ჯი)