ეტორე ბუგატი – კომპანია “Bugatti”-ის დამაარსებელი…
ეტორე ბუგატი დაიბადა 1881 წლის 15 სექტემბერს მილანში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კონსტრუქტორი და მრეწველი,რომლის სახელთანაც ასოცირდება ყველასათვის ცნობილი და საუკეთესო საავტომობილო კომპანიის “Bugatti”-ის დაარსება.ეტორე გახლდათ ცნობილი იტალიელი საიუველირო დიზაინერის კარლო ბუგატისა და ტერეზა ლორიოლის ვაჟი. (ავტორი გენია.ჯი) უფროსი ძმა ასევე ცნობილი მოქანდაკე-ანიმალისტი რემბრანდტ ბუგატი გახლდათ.ის ასევე ნათესავი გახლდათ გამოჩენილი იტალიელი მხატვრ-პეიზაჟისტის ჯოვანი საგანტინისა.ეტორემ ბავშვობა მილანში გაატარა,სადაც კლასიკური განათლება მიიღო სახვითი ხელოვნების აკადემიაში.ამავე სასწავლებელში სწავლობდა მისი ძმა რემბრადტიც.1907 წელს ეტორე ქორწინდება ბარბარე მარია ბოლცონიზე,რომელთანაც ორი ვაჟი და ორი გოგონა შეეძინა.ბარბარეს გარდაცვალების შემდგომ,იგი მეორედ დაქორწინდა მარგარიტა ჟენევე დელკიუზეზე,რომელთანაც 1942 წელს შეეძინა გოგონა,სახელად ტერეზა,ხოლო 1945 წელს ვაჟი მიხეილი.თავისი პირველი ავტომობილი მან 17 წლის ასაკში დააპროექტა.აღნიშნულმა კონსტრუქციამ მას მილანის გამოფენაზე “ოქროს მედალი” მოუტანა,როგორც საუკეთესო ნამუშევარი.მიუხედავად იმისა,რომ ავტომობილი არ იყო სრულყოფილი,მისმა ნამუშევარმა მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია მნახველში.განსაკუთრებით მისი ნიჭით დაინტერესდა გრაფი გიუნელი,რომელმაც მას მატერიალური დახმარება შესთავაზა.ეტორემ კი ორ წელიწადში შექმნა მეორე ავტომობილი “Bugatti” და პირველი გამოფენის მსგავსად,მილანის მეორე გამოფენაზეც მედლით იქნა დაჯილდოებული. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოდელმა,ეტორს სერიოზული რეპუტაცია შემატა და ერთ-ერთ საუკეთესო კონსტრუქტორთა ნუსხაშიც ჩაეწერა.მან მალევე თანამშრომლობა დაიწყო სხვადასხვა ფირმებთან,ისეთებთან,როგორებიც იყვნენ: “დე დიტრიში” (საფრანგეთი) და “ტიურკა-მერი” (საფრანგეთი).ეტორეს სახელი სწრაფად გავრცელდა ევროპაში,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კონსტრუქტორისა,ამიტომ მას უამრავი ფირმა იწვევდა თავისთან სამუშაოდ.თავად ფირმა ეტორემ 1909 წელს დააფუძნა.პირველი სპორტული ავტომობილი “Bugatti 10″,1909 წელს გამოჩნდა რალიში და მას თავად ეტორე ბუგატი მართავდა.კომპანია ბუგატი კი სულ უფრო და უფრო წინ მიიწევდა და დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საავტომობილო კომპანიად იქცა მსოფლიოში.ყოველივე ამის შემოქმედი და დიდი კონსტრუქტორი ეტორე ბუგატი გარდაიცვალა 1947 წლის 21 აგვისტოს პარიზში. (ავტორი გენია.ჯი)