ლუი ტულიუს იოაჰიმ ვისკონტი
ლუი ტულიუს იოაჰიმ ვისკონტი დაიბადა 1791 წლის 11 თებერვალს რომში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი არქიტექტორი,რომელმაც დააპროექტა ნაპოლეონ ბონაპარტის სარკოფაგი და ერთ-ერთი არქიტექტორი,რომელმაც მონაწილეობა მიიღო “საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის” დაპროექტებაში.ლუი – ჟან ბაპტისტა-ანტონიო ვისკონტის შვილიშვილი გახლდათ.მამამისი ცნობილი იტალიელი არქეოლოგი გახლდათ,რომელმაც 1798 წელს თავის ვაჟთან ერთად რომიდან გაიქცა. (ავტორი გენია.ჯი) 1808 წლიდან – 1817 წლების ჩათვლით ლუი – შარლ პერსეს ხელმძღვანელობით,სწავლობდა პარიზის ხელოვნების სკოლაში,არქიტექტურას.1825 წელს დანიშნულ იქნა “პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკის” აგების არქიტექტორად.სანამ ლუი სახელს გაითქვამდა,როგორც დიდი არქიტექტორი,იგი დაკავებული გახლდათ კერძო სახლების დაპროექტებებით,თუმცა მისმა პროფესიონალზმმა,მალევე საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორად აქცია.იგი ასევე ავტორია პარიზში,რამდენიმე ფანტანის აგების პროექტისა,მაგალითად ისეთი ცნობილი ფანტანებისა,როგორებიცაა: “გალონი” (აგებული1824-1828 წლებში),ფანტანი “ლიუვე” (აგებული 1835-1839 წლებში) და ფანტანი “მოლიერი” (აგებული 1841-1843 წლებში).1842 წელს ლუი ფილიპეს ბრძანების საფუძველზე,ნაპოლეონის ნეშტი გადასვენებულ იქნა ვეტერანთა სასაფლაოზე და ლუის დაევალა მისთვის საფლავის ძეგლის პროექტის გაკეთება.ლუის – დიდი ფრანგი მხედარმთავრის საფლავის მონუმენტი მართლაც ხელოვნების ნიმუშად შექმნა,ნაპოლეონის სარკოფაგი დამზადებულ იქნა მარმარილოსაგან და გრანიტისაგან.დღესდღეობით მის მიერ დაპროექტებული ნაგებობები უდიდეს მოწონებას იწვევს მნახველში.ლუი ტულიუს იოაჰიმ ვისკონტი გარდაიცვალა 1853 წლის 23 დეკემბერს პარიზში,იგი დაკრძალულ იქნა “პერ ლაშეზის” ცნობილ სასაფლაოზე. (ავტორი გენია.ჯი)
ლუი ტულიუს იოაჰიმ ვისკონტის მიერ დაპროექტებული – “ნაპოლეონის აკლდამა”