ნაპოლეონ I ბონაპარტი თავისი მარშლების შესახებ…
საფრანგეთის ლეგენდარული იმპერატორი და ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი მსოფლიო ისტორიაში - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),თავისი მარშლებისა და გენერლების შესახებ სხვადასახვა შეხედულებების გახლდათ.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ მის შეხედულებას იმ პერიოდის საფრანგეთის ყველაზე ცნობილ სამ მარშალზე:
ნაპოლეონი – იოაჰიმ მიურატის (1767-1815 წლები) შესახებ წერდა:”არ არსებობდა მასზე გაბედული,უშიშარი და ბრწყინვალე კავალერიის მეთაური არც ერთ არმიაში.იგი ჩემი მარჯვენა ხელი იყო.სიმამაცით მას ქვეყანაზე ბადალი არ ჰყავდა და ბრძოლის ველზე ნამდვილი რაინდი იყო,თუმცა კაბინეტში კი უჭკუო ტრაბახა და გადაწყვეტილების მიღების არ მქონე გახლდათ”. (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლა ლუი დავუ (1770-1823 წლები) – გახლდათ ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მარშალი,რომელსაც “რკინის მარშლადაც” კი მოიხსენიებდნენ,რადგან მისი დისციპლინის მიმართ სწრაფვა ხშირ შემთხვევაში სისასტიკეშიც კი გადადიოდა.ის ერთადერთი მარშალი გახლდათ ნაპოლეონის არმიაში,რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია და ასევე ერთადერთი მარშალი გახლდათ,რომელმაც არ განუდგა ნაპოლეონს. (ავტორი გენია.ჯი) ნაპოლეონის ელბადან დაბრუნების შემდგომ,მის მიერ დანიშნულ იქნა სამხედრო მინისტრად და ამასთანავე ხელმძღვანელობდა პარიზის გარნიზონს.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ნაპოლეონმა,რომლისთვისაც პარიზს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა (ელბადან დაბრუნების შემდგომ),ერთადერთი კანდიდატურა,რომელსაც იგი პარიზს ანდობდა გახლდათ სწორედ – ნიკოლა ლუი დავუ,როემლსაც მან შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ ერთადერთი ხართ,ვისაც პარიზს ვანდობ”. (ავტორი გენია.ჯი)
ნაპოლეონი – მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საუკეთესო მარშალს - მიშელ ნეის (1769-1815 წლები),რომელსაც მოიხსენიებდა,როგორც: “მამაცს მამაცთა შორის”,წმინდა ელენეს კუნძულზე ყოფნისას (რა დროსაც იგი საბოლოოდ იქნა დამარცხებული),შეატყობინეს რა მიშელ ნეის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია,განაცხადებს: ”ნეი იყო მამაცი ადამიანი.მისი სიკვდილი იმდენად არაჩვეულებრივი გახლდათ,რამდენადაც მისი სიცოცხლე.ვეჭვობ,რომ ვინც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,მას თვალებსაც კი ვერ გაუსწორებდა”. (ავტორი გენია.ჯი)