ფაქტები ქვეყნების შესახებ…

1. სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე – ტაილანდის სამეფოში,სადაც “ბუდიზმი” წამყვანი რელიგიაა,აკრძალულია “ბუდის” ქანდაკებებით ვაჭრობა,შესაბამისად მისი შეძენაც შეუძლებელია.რადგან კანონით საერთოდ აკრძალულია “წმინდა რელიქვიებით ვაჭრობა.ამის გამო შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იქირაოთ “ბუდის” ქანდაკება,დიდი ხნით,იმისაგან ვინც აღნიშნულ ქანდაკებებს ამზადებს.

2. პირველი მინიმალური ხელფასი,რომელიც საათში შეადგენდა 25 ცენტი,ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწესებულ იქნა 1937 წელს. (ავტორი გენია.ჯი)

3. ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურში,როგორც ცნობილია 4,680,600 მაცხოვრებელი ცხოვრობს,მათ შორის 3% მილიონერია და მათ ამ ქალაქ-სახელმწიფოში თავიანთი დასახლება – “Keppel Bay” (მილიონერთა კვარტალი) გააჩნიათ.

4. მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის დედაქალაქის – ვარშავის 85% ნანგრევებად იყო ქცეული.ამის გამო იყო მსჯელობა იმის შესახებ,რომ დედაქალაქი სხვა ქალაქში გადაეტანათ.თუმცა ეს წინადადება მიღებულ არ იქნა.ვარშავა კი გაძლიერებული ტემპებით იქნა ხელახლა აგებული პოლონელი ხალხის მიერ და შესაბამისად ამ ქალაქის სტატუსს საფრთხე მას შემდეგ აღარ შექმნია.

5. მსოფლიოს კათოლიკური ცენტრი და თეოკრატიული სახელმწიფო ვატიკანი,არაფერს აწარმოებს და შესაბამისად არც არაფერი გააქვს ექსპორტზე.მისი უმთავრესს შემოსავლების წყაროს წარმოადგენს ტურიზმი და კათოლიკეთა შემოწირულობები. (ავტორი გენია.ჯი)

6. იაპონია ერთ-ერთ წამყვან მონო-ეთნიკურ ქვეყანას წარმოადგენს მსოფლიოში.რადგან ქვეყნის მოსახლეობის 98,4% ეთნიკურად იაპონელია.