ფრიდრიხ ენგელსის მიერ წარმოთქმული სიტყვა – “კარლ მარქსის” საფლავზე
“როგორც დარვინმა აღმოაჩინა ორგანული ქვეყნის განვითარების კანონი,ისე კარლ მარქსმა კაცობრიობის ისტორიის განვითარების კანონი აღმოაჩინა…
მარქსისათვის მეცნიერება იყო ისტორიული მამოძრავებელი ძალა.მას განუსაზღვრელ სიხარულს გვრიდა ყოველი აღმოჩენა ყოველ თეორიულ დარგში,(ავტორი გენია.ჯი) რომლის პრაქტიკული გამოყენების გათვალისწინებაც ჯერ კიდევ თითქმის შეუძლებელი იყო.მაგრამ სულ სხვა იყო მისი სიხარული ისეთ აღმოჩენათა გამო,რომელსაც მრეწველობასა და, საერთოდ,ისტორიულ განვითარებაში რევოლუცია შეჰქონდა… კარლ მარქსი,უპირველეს ყოვლისა,რევოლუციონერი იყო.მისი სიცოცხლის ნამდვილი მოწოდება იყო – ამა თუ იმ საშუალებით ხელის შეწყობა კაპიტალისტური საზოგადოებისა და მის მიერ შექმნილ სახელმწიფო დაწესებულებათა დამხობისათვის,ხელის შეწყობა თანამედროვე პროლეტარიატის განთავისუფლების საქმისათვის,რომელსაც პირველად მან მისცა საკუთარი მდგომარეობის მოთხოვნილებების შეგნება,საკუთარი განთავისუფლების პირობების შეგნება.აი რა იყო მისი არსებობის მოწოდება სინამდვილეში”.(ავტორი გენია.ჯი)