“მოცარტეუმი”

“მოცარტეუმი” - გერმანულად: “Mozarteum”-ი გახლავთ უნივერსიტეტ-კონსერვატორია ქალაქ ზალცბურგში (ავსტრია),ასევე ამავე სახელობის საკონცერტო კომპლექსი და ორკესტრი,რომლებიც ატარებენ უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (1756-1791 წლები) სახელს.იგი დაფუძნებულ იქნა 1841 წელს მოცარტის ქვრივის კონსტანცას მიერ,სახელწოდებით: “ტაძრის მუსიკალური საზოგადოება და მოცარტეუმი”. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველი მიზანი მისი დაარსებისა,გახლდათ მუსიკის შესწავლა,მუსიკის მოყვარულთათვის (ძირითად ყურადღება ექცეოდა საეკლესიო მუსიკას) და ამასთანავე მოცარტის შემოქმედების შეგროვება და შესწავლა. (ავტორი გენია.ჯი) 1881 წელს “მოცარტეუმი” გაერთიანდა ამავე სახელწოდების საერთაშორისო ფონდთან.1914 წელს კი მას მიენიჭა კონსერვატორიის სტატუსი.დროთა განმავლობაში მას რამდენიმეჯერ შეეცვალა სახელი,თუმცა 1998 წლიდან დაერქვა “ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტი”  (Universitat Mozarteum Salzburg).დღესდღეობით აღნიშნულ უნივერსიტეტ-კონსერვატორია გარდა იმისა,რომ წამოადგენს ერთ-ერთ უდიდესს სამუსიკო დაწესებულებას,ამასთანავე მოქმედებს საერთაშორისო ფონდი,რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოცარტისეული ბიბლიოთეკის შეკრება და დახმარებას უწევს ზალცბურგში მდებარე “მოცარტის სახელობის მუზეუმს”. (ავტორი გენია.ჯი)