იოჰან შტრაუსი (მამა) – “ეპიზოდი”
უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორი,დირიჟორი და მევიოლინე,ფუძემდებელი “შტრაუსების მუსიკალური დინასტიისა” - იოჰან შტრაუსი “მამა” (1804-1849 წლები),იმდენად პოპულარული გახლდათ ვენაში,რომ 28 წლის ასაკში,მიუხედავად იმისა,რომ ქალაქში 1832 წელს “ქოლერა” ბობოქრობდა,მისი კონცერტები მაინც სრული ანშლაგით იმართებოდა.მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იგი ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა.ავსტრიელებმა,კერძოდ ვენის მოსახლეობამ,იმისათვის რომ იოჰანი მხარს არ უჭერდა 1848-1849 წლების ავსტრიის იმპერიაში რევოლუციას,აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს მის შემოქმედებას და შესაბამისად აღარავინ ესწრებოდა მის კონცერტებს. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენამ მის ფსიქოლოგიაზე დიდი გავლენა იქონია,რის შედეგადაც მან თავისი მუსიკალური ინსტრუმენტები (ხემი და ვიოლინო) დაამტვრია.მეორე დღისით კი საშინელი ციებ-ცხელება დაეწყო.მისმა მეორე მეუღლემ – ემილიამ,იფიქრა რომ იოჰანს გადამდები დაავადება სჭირდა,რის გამოც იგი უპატრონოდ მიაგდო და ბავშვებთან ერთად სახლიდან წავიდა.გაიგო რა შტრაუსის პირველმა მეუღლემ – ანამ,იოჰანის უმძიმესი ავადმყოფობის შესახებ,თავის ვაჟთან – იოჰანთან (უმცროსი) ერთად გაემართა,მისი ბინისაკენ თუმცა მას ცოცხალს ვეღარ მიუსწრო.იოჰან შტრაუსი (მამა) გარდაიცვალა 1849 წლის 25 სექტემბერს “ქუნთრუშას” (სამედიცინო ენაზე,ინფექციური დაავადება) შედეგად,ყველასაგან მიტოვებული 45 წლის ასაკში.მიუხედავად იმისა,ყველასაგან მიტოვებულმა დალია სული,მის სასახლეს 30,000 ვენის მოქალაქე მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე,ხოლო მისი ვაჟი მოცარტის “რექვიემს” ასრულებდა,მამის სული მოსაგონრად.იოჰან შტრაუსი დაკრძალულ იქნა ვენის ცნობილ “ცენტრალურ სასაფლაოზე”,სადაც მის გარდა უამრავმა ავსტრიელმა და უცხოელმა გენიოსმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. (ავტორი გენია.ჯი)