ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი “მეგობრების შესახებ”…
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები),მიუხედავად მისი მძიმე ხასიათისა,მეგობრების მიმართ მართლაც სამაგალითო პიროვნება გახლდათ,რასაც თავისი სამეგობრო წრე აღიარებდა კიდეც და ამბობდნენ,რომ ლუდვიგი საკმაოდ კეთილშობილი პიროვნება იყო და არასოდეს ამბობდა უარს მეგობარს დახმარებოდა.ამ საკითხის მიმართ მის უსაყვარლეს ციტატას,რომელსაც ხშირად იმეორებდა სამეგობროში,სიტყვა-სიტყვით ასე ჟღერდა:
“არც ერთი ჩემი მეგობარი გასაჭირში არ უნდა ჩავარდეს მანამ,სანამ მე გამაჩნია თუნდაც ერთი ნაჭერი პურისა.თუ კი ჩემი საფულე ცარიელია,რაღა თქმა უნდა მისი დახმარება იმ წუთას ჩემთვის შეუძლებელია,თუმცა ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დავჯდე მაგიდასთან და დავწერო ახალი მუსიკა,რათა ჩემი მეგობარი რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნა გასაჭირისაგან”. (ავტორი გენია.ჯი)
როდესაც ლუდვიგი გარდაიცვალა 1827 წლის 26 მარტს,მისი დაკრძალვის დღეს სიტყვით გამოვიდა გამოჩენილი ავსტრიელი პოეტი და დრამატურგი,მეგობარი ლუდვიგისა – ფრანც გრილპარცერი (1791-1872 წლები),რომელმაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შესახებ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
“ის იყო უდიდესი მუსიკოსი.ამასთანავე ადამიანი,ადამიანი ამ სიტყვის უმაღლესად სრული მნიშვნელობით… მხოლოდ მასზე შეიძლება ითქვას და არა სხვაზე,რომ მან შეასრულა უდიადესი მისია კაცობრიობისა.მის სულში არ იყო არავითარი ბოროტება და იგი კეთილშობილების ლამპარიც გახლდათ ყოველი ჩვენთაგანისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)