ჟან-ბატისტ შარდენი “საქართველოს” შესახებ…
გამოჩენილი ფრანგი მოგზაური,იუველირი და ქართველთა მიერ საკმაოდ კარგად ცნობილი პიროვნება ჟან-ბაპტისტ შარდენი (1643-1713 წლები),რომელმაც თავის თხზულებაში: “მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში” (სადაც მან იმოგზაურა 1672-1673 წლებში,მათ შორის საქართველოში),მე-XVII საუკუნის მე-II ნახევრის საქართველოს და ქართველთა შესახებ წერდა:
“ქართველები თავაზიანი და კაცთმოყვარენი,ამასთანავე დარბაისელნი და თავდაჭერილნი არიან.მათი ადათ-წესები გარშემო მცხოვრები ხალხების უმეტესობაის ზნე-ჩვეულებათა ნარევს წარმოადგენს.ვფიქრობ,ეს უნდა იყოს შედეგი მათი ურთიერთობისა სხვა ხალხებთან და იმ თავისუფლებისა,რომელიც საქართველოში ყველას აქვს მინიჭებული: აქ უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით,იმსჯელო და დაიცვა იგი.აქ შეხვდებით სომხებს,ბერძნებს,ოსმალებს,სპარსელებს,ინდოელებს,თათრებს,მოსკოვიტებს და ევროპელებს. (ავტორი გენია.ჯი)
საქართველოში რამდენიმე ეპისკოპოსია,ერთი არქიეპისკოპოსი და ერთიც პატრიარქი,რომელსაც კათალიკოსს უწოდებენ.მთავარი (მეფე),თუმცა სარწმუნოებით მაჰმადიანია,საეკლესიო საქმეენსაც განაგებს და ჩვეულებრივ ამ თანამდებობაზე თავის ნათესავებს ნიშნავს.ქართველ დიდებულთა უმრავლესობა გარეგნულად მაჰმადიანობას აღიარებს.ზოგი ამ სარწმუნოებაზე გადადის იმიტომ,რომ თანამდებობა ჰქონდეს კარზე და სახელმწიფოს ჯამაგირი მიიღოს… ისინი ქრისტიანულ სარწმუნოებას მხოლოდ ფორმალურად განუდგნენ იმისათვის,რომ მეფისნაცვალობა მიეღოთ და მოქმედებდნენ თავიანთი სურვილის წინააღმდეგ,როცა მაჰმადიანობის გავრცელებას ხელს უწყობდნენ.როგორც უკვე ითქვა,ქართველები ქედუხრელნი,თამამნი და გულადნი არიან.ინარჩუნებენ გარკვეულ თავისუფლებას… ყოველივე ეს სპარსელებს ხელს უშლის უკიდურესი ზომები მიიღონ და თბილის ქალაქსა და მთელ საქართველოს სრულ ნებას აძლევენ,შეინარჩუნონ თავიანთი რელიგიის ყველა გარეგნული ნიშანი.ყველა ეკლესიის სამრეკლოს ზემოთ გაკეთებული აქვს ჯვრები და მრავალრიცხოვანი ზარები,რომლებსაც რეკავენ.სხვა ხორცეულთან ერთად საჯაროდ და დაუფარავად ყოველდღე იყიდება ღორის ხორციც,ხოლო ღვინოს ყოველ გზაჯვარედინზე შეხვდებით.
ამ რამდენიმე წლის წინათ,სპარსელებს ციხეში აუშენებიათ ერთი პატარა მეჩეთი იმ კედელთან,რომელიც ციხეს თბილისის დიდი მოედნისაგან გამოყოფს.ეს მეჩეთი იმ ადგილას იმიტომ აუშენებიათ,რომ ხალხი შეჩვეოდა მეჩეთებსა და მოლების ყურებას,რომლებიც შენობის ზემოდან მოუწოდებდნენ ხალხს სალოცავად… მაგრამ ავიდა თუ არა ზემოთ მოლა სარწმუნოებრივი აღსარების შესასრულებლად და მათი ჩვეულების მიხედვით ხალხის მოსახმობად,ხალხი მოედანზე მოგროვდა,ქვები დაუშინეს მეჩეთს და მოლა იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ ძირს ჩამოსულიყო.ამ ჯანყის შემდეგ მოლა აღარ აუშვიათ ზევით.
თბილისი… ულამაზესი ქალაქია,თუმცა ძალიან დიდი არ არის… ქალაქი,გარდა მდინარის მხარისა,საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული… რომელზეც სამხრეთის მხრიდან მთის ფერდობზე დიდი ციხე დგას.მასში მეციხოვნეები და მცხოვრებნიც მხოლოდ წმინდა სპარსელები არიან.მის წინ არსებული საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც არის და ბაზარიც. (ავტორი გებნია.ჯი) ეს ციხე თავშესაფარს წარმოადგენს.იგი უსაფრთხო ადგილია დამნაშავეთათვისაც და იმათთვისაც,ვისაც ვალი აქვს გადაუხდელი.საქართველოს მთავარი,როდესაც (სპარსეთის) ხემწიფის წერილებსა და საჩუქრების მისაღებად,ჩვეულებისამებრ,ქალაქის კარიბჭის გარეთ გადის ხოლმე,მან ციხის შუაგულში უნდა გაიაროს,რადგანაც სპარსეთიდან თბილისში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ამ ციხის გავლით შეიძლება.დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ მთავარს აქ გავლის დროს მუდამ იმის შიში აქვს,არ შემიპყრონო,ვაი თუ ციხისთავს საიდუმლო ბრძანება აქვს მიღებულიჩემი შეპყრობისაო.სპარსელებმა მეტად გონივრულად დაამკვიდრეს ეს წესი: საქართველოს მეფისნაცვალი და მათ სახელმწიფოში შემავალი პროვინციების სხვა მმართველები ხელმწიფის გზავნილებათა მისაღებად უნდა გავიდნენ,რადგანაც ეს არის უადვილესი საშუალება მათი შეპყრობისა,ყოველგვარი გართულებისა და საფრთხის გარეშე.
ქალაქი თბილისი მჭიდროდ არის დასახლებული.მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი,როგორც აქ; ისინი დიდ ვაჭრობას ეწევიან”. (ავტორი გენია.ჯი)