ნაპოლეონ ბონაპარტისა და ანა-ლუიზა ჟერმენ დე სტალის დიალოგიდან…
ჯერ კიდევ გენერლის ჩინის მქონე ნაპოლეონ ბონაპარტი,სტუმრად იმყოფებოდა გამოჩენილი ფრანგი მწერალი ქალისა და საფრანგეთში რომანტიზმის თეორიის ფუძემდებელის - ანა-ლუიზა ჟერმენ დე სტალის (1766-1817 წლები) ოჯახში.მათ შორის გამართული სხვადასხვა თემების დიალოგიდან,მალევე ანა-ლუიზამ ნაპოლეონს პოლიტიკაზე დაუწყო საუბარი.თუმცა,მის გასაოცრად ამ საკითხმა ნაპოლეონის გაღიზიანება გამოიწვია:
- ქალბატონო,ძალიან არ მიყვარს როდესაც ქალები პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ და კიდევ უფრო არ მიყვარს ის,როდესაც ისინი მასში ერევიან. (ავტორი გენია.ჯი)
მცირეოდენი დუმილის შემდეგ ანა-ლუიზამ საფრანგეთის მომავალ იმპერატორს მიუგო:
- თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით გენერალო,რის გამოც გეთანხმებით კიდეც.მაგრამ ალბათ თქვენც დამეთანხმებით იმაში რომ,იმ ქვეყანაში,სადაც ქალებს გილიოტინის საშუალებით თავს ჰკვეთენ და სიკვდილით სჯიან,მათ უჩნდებათ ლოგიკური კითხვა,რატომ ექცევიან ასე უმოწყალოდ.ეს კი,როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ თქვენ,პოლიტიკის გარეშე არ წყდება,რაც ძალაუნებურად ჩვენს დიდ ინტერეს იწვევს კიდეც პოლიტიკური საკითხებისადმი. (ავტორი გენია.ჯი)