ცნობილი ადამიანების საყვარელი ნაწარმოებები
1. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ვებგვერდის Facebook-ის დამფუძნებლისა და ბიზნესმენის – მარკ ცუკერბერგის, საყვარელ ნაწამოებად მიიჩნევა დიდი ძველ რომაელი პოეტისა და რომის ძლიერების მეხოტბის – პუბლიუს ვერგილიუს მარონის (ძვ.წ.აღ-ით 70-19 წლები) ეპიკური ჟანრის ნაწარმოები: „ენეადა”, რომელიც დაწერილ იქნა ძვ.წ.აღ-ით 29-19 წლებში.
* * *
2. გამოჩენილი ამერიკელი მსახიობისა და პროდიუსერის – ტომ ჯეფრი ჰენქსის საყვარელ ნაწარმოებად მიჩნეულია, ცნობილი ამერიკელი მწერალი-პროზაიკოსის – ტრუმენ კაპოტეს (1924-1984 წლები) მიერ 1967 წელს დაწერილი ნაწარმოები: „ცივსისხლიანი მკვლელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. დიდი ამერიკელი მუსიკოსისა და „პოპის მეფის” აწგარდაცვლილი - მაიკლ ჯოზეფ ჯექსონის (1958-2009 წლები) საყვარელ ნაწარმოებად მიჩნეული გახლდათ ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის – რიჩარდ ბახის 1970 წელს დაწერილი ნაწარმოები: „თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი”.
* * *
4. გამოჩენილი ინგლისელი მსახიობის – ორლანდო ბლუმის საყვარელ ნაწარმოებად მიჩნეულია დიდი რუსი მწერლის – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) გენიალური რომანი: „ძმები კარამაზოვები”, დაწერილი 1879-1880 წლებში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. დიდი ამერიკელი მსახიობისა და პროდიუსერის – უოლტერ ბრიუს უილისის საყვარელ ნაწარმოებად მიჩნეულია უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსისა და „ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე ჰალიკარნასელის (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები) გენიალური ნაშრომი: „ისტორია’.