ლუის დე ლეონი
ლუის დე ლეონი დაიბადა 1528 წელს ბელმონტეს მუნიციპალიტეტში (ესპანეთი).იგი გახლდათ გამოჩენილი ესპანელი პოეტ-მისტიკოსი,რელიგიური ჟანრის მწერალი და მთარგმნელი “წმინდა ტექსტებისა”.ლუისი წარმომავლობით ებრაული ოჯახიდან გახლდათ,მამა ადვოკატი იყო.სწავლობდა სალამანკას საყოველთაოდ ცნობილ უნივერსიტეტში,ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას,ისეთ ცნობილ დომინიკელთან,როგორიც გახლდათ – მელჩორა კანო. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,1561 წლიდან კი თავად ხდება სალამანკას უნივერსიტეტის პედაგოგი.1544 წელს ჩაირიცხა ავგუსტინელთა ორდენში.ამავე პერიოდში მას ენიჭება ტოლედოში,ბაკალავრის ხარისხი და სალამანკის უნივერსიტეტის “ღვთისმეტყველების” დოქტორის წოდება.1572-1576 წლებში ინკვიზიციის მსახვრალი ხელი მასაც შეეხოდა,სასჯელს იხდიდა ვალიადოლიდის ციხეში ერეტიკოსობის ბრალდებით. (ავტორი გენია.ჯი) ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ 1576 წლის 13 დეკემბერს,იგი კვლავ სალამანკას უნივერსიტეტში აგრძელებს,მოღვაწეობას და ამავე პერიოდს ემთხვევა მისი ცნობილი სიტყვა კათედრაზე,სადაც მან განაცხადა: “წარსულში ჩვენ შევჩერდით”… ლუის დე ლეონის შემოქმედება გახლავთ: ტრაქტატები “ქრისტეს სახელით” (დაწერილი 1572-1585 წლებში),”სრულყოფილი მეუღლე” (დაწერილი 1583 წელს) და სხვა ტრაქტატები.როგორც მთარგმნელმა ესპანურ ენაზე თარგმნა: “იეჰოვას წიგნი”,”სიმღერების სიმღერა”,ვირგილიუსის “ბუკოლიკები”,პეტრარკას “ლექსები” და სხვათა შემოქმედებები.ლუის დე ლეონი გარდაიცვალა 1591 წლის 23 აგვისტოს მადრიგალ-დე-ლას-ალტას-ტორესის მუნიციპალიტეტში (ესპანეთი).1956 წელს ესპანეთში დაწესებულ იქნა ლუის დე ლეონის პრემია,რომელიც გადაეცემათ იმ ავტორებს,რომლებიც საუკეთესოდ თარგმნიან ესპანურ ენაზე,უცხო ენებიდან ნაწარმოებებს.1984 წელს კი ასევე ესპანეთში დაწესდა “ეროვნული პრემია საუკეთესო თარგმანისათვის”,რომელიც ლუის დე ლეონის სახელის მატარებელია. (ავტორი გენია.ჯი)