“ქართული ანდაზები”
1. “დედამიწა და სინდის-ნამუსი აწონეს,სინდის-ნამუსი მეტი გამოდგაო”.
2. “ბრმათა შორის ცალთვალაო არს პირველი სარდალიო”.
3. “გართმევენ – გაექეცი; გაძლევენ – შეექეციო”.
4. “ანს დახედე,ბანს დახედე,სიგრძესა და განს გახედე”. (ავტორი გენია.ჯი)
5. “ერთი დღით რომ მიდიოდე,სამი დღის საგზალი წაიღეო”.
6. “ვისაც სროლა ვასწავლე,პირველად იმან დამიმიზნაო”.
7. “თავის დამკარგავი,თმას დასტიროდაო”.
8. “კანონმა იკანონოსო და ნდობამ იბატონოსო!”
9. “მოღალატე რომ კალთაზე მოგეჭიდოს,კალთა მოიჭერიო”.
10. “როგორც დაიგებ,ისე მოისვენებ”.
11. “რჯულს გამოიცვლი და ხასიათს ვერაო”.
12. “სიმართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო”.
13. “ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო”.
14. “უკითხავად წაღებული – მოპარულიაო”.
15. “ქალი – მსხვილი კედლის ქვაა”.
16. “ღმერთი რომ კაცის დასჯას მოიწადინებს,ჯერ ჭკუას აურევსო”. – (ავტორი გენია.ჯი)
17. “ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება,ცოლ-ქმრობა ზეცაშიო”.
18. “შვილი ჩემია,ჭკუა კი თავისი აქვსო”.
19. “ცვარი ცვარს ემატა – ზღვად იქცაო”.
20. “წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო”. (ავტორი გენია.ჯი)