აბაი კუნანბაევი – “თუ გსურს იყო კაცი”
თუ გსურს იყო კაცი,კაცის მსგავსი,
შერჩე დროს და არ მოგედოს ხავსი,
ხუთი რამე შეიყვარე ქვეყნად,
ხუთი რამე შეიზარე ეკლად:
ფლანგვა,კვეხნა,უსაქმობა გძულდეს,
სიცრუე და დაბეზღება გძულდეს!
გაგაცანი – ახლა გეყო მტრები!
გაიცანი ლაღი მეგობრები:
ნებისყოფა,თავმდაბლობა,შრომა,
საღი ჭკუა და სიკეთის ნდომა!
ბოროტებას თუ აქციე ზურგი,
არ ყოფილხარ ქვეყნისათვის ურგი;
თუ სიკეთე გიყვარს მშვენიერი,
შეგიყვარებს მუდამ შენი ერი!