მაქსიმ გორკის მოსაზრებები…
1. „თუკი სინდისი არ გაგაჩნიათ, ვერც დიდი ჭკუა-გონება გაცხოვრებთ”.
* * *
2. „ცხოვრების ყველა უმძიმეს განსაცდელში, უძნელეს წუთებში, გული ერთ ჰიმნს მღეროდა: „გაუმარჯოს ადამიანს!”
* * *
3. „ადამიანის მისწრაფება რომ ყველას ყურადღების შუაგულში იყოს, მისთვის დამღუპველია, რადგან სულს ისე არაფერი კლავს, როგორც სურვილი – ყველას მოვწონდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ღვინოში ყველაზე მეტია მზე. გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ ღვინის დამზადება და ამით ადამიანის სულში მზის ძალისა და სითბოს შემოტანა!”
* * *
5. „უნდა გვახსოვდეს, რომ გონება – ჩვენი მნათობია. არაფერი არაა ადამიანის გონებაზე გასაოცარი და ადამიანის ტვინზე დიადი. არაფერია ისე განსაცვიფრებელი, როგორც აზროვნების პროცესი, უფრო ძვირფასი, ვიდრე მეცნიერული კვლევის შედეგები”. – (ავტორი გენია.ჯი)