ფრიდრიხ ენგელსი “ენის წარმოშობის” შესახებ…
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსი,ფილოსოფოსი,სამხედრო ისტორიკოსი და მეწარმე - ფრიდრიხ ენგელსი (1820-1895 წლები),რომელიც გერმანელ ფილოსოფოსთან – კარლ ჰაინრიხ მარქსთან ერთად დღემდე მიიჩნევა “მარქსიზმის” ერთ-ერთ ფუძემდებლად,თავის მეცნიერულ გამოკვლევაში,სახელწოდებით – “შრომის როლი მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის პროცესში” – “ენის წარმოშობის” შესახებ,შემდეგ თეზისს აყალიბებდა:
“ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან,რომ იგი შრომის იარაღს ამზადებს.სწორედ ამიტომ – ადამიანი,შრომის იარაღის მკეთებელი ცხოველია: შრომის განვითარება ხელს უწყობდა საზოგადოების წევრების ურთიერთშეკავშირებას,”ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანები იქამდე მივიდნენ,რომ მათ ერთმანეთისათვის რაღაც უნდა ეთქვათ”.მაშასადამე,ენა წარმოიშვა შრომის პროცესში,შრომასთან ერთად.”ჯერ შრომა,ხოლო მის შემდეგ და მერე კი მასთან ერთად – ენა.აი ის ორი ყველაზე უფრო არსებითი სტიმული,რომელთა ზეგავლენითაც მაიმუნის ტვინი თანდათან იქცა ადამიანის ტვინად”. (ავტორი გენია.ჯი)