“დეფენენსტრაცია”
“დეფენენსტრაცია” – ინგლისურ ენაზე “Defenestrations”,ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და წარმოადგენს აქტს ვინმეს ფანჯრიდან გადაგდებისა.აღნიშნული ფენომენი ერთობ პოპულარული გახლდათ ძველ ჩეხეთში და იგი ერთგვარი მოვლენა იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავიდან მოსაცილებლად.
ჩეხეთის ისტორიაში საჯარო “დეფენენსტრაციის” მინიმუმ ორი ისტორიული ფაქტია ცნობილი და ამ ფაქტებს “პრაღის დეფენენსტრაცია” ეწოდა.პირველი ასეთი ფაქტი განხორციელდა პრაღაში 1419 წლის 30 ივლისს,მაშინ როდესაც ჩეხეთში რელიგიური ბრძოლისას,ჰუსიტთა რადიკალურმა და გამძვინვარებულმა ბრბომ ქალაქში მასობრივი არეულობა მოაწყო.ამბოხებულების მოთავეები მალევე დააკავეს,თუმცა მათ მხარდასაჭერად და გასანთავისუფლებლად,ერთ-ერთი ასულიერო პირის – იან ჟელივსკის ხელმძღვანელობით,გაიმართა დემონსტრაცია.მალევე დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა,რა დროსაც ხალხი ქალაქის რატუშის შენობაში შეიჭრა და მასში მყოფი მოსამართლე და ბურმინისტრი,ქალაქის თვითმმათრველობის 13 წევრთან ერთად ფანჯრიდან გადაყარა.სწორედ პირველმა საჯარო “დეფენენსტრაციამ” გამოიწვია ჩეხეთში “ჰუსიტური ომის” დაწყება,რომელიც 1436 წლამდე გრძელდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მეორე შემთხვევა კი საჯარო “დეფენენსტრაციისა” კვლავ ჩეხეთში (პრაღა) დაფიქსირდა.1618 წლის 23 მაისს ჩეხმა პროტესტანტებმა გრაფ ტურნის ხელმძღვანელობით,ფანჯრებიდან გადაყარა საიმპერატორო ჩინოვნიკები.ამ ფაქტმა კი სათავე დაუდო 30 წლიანი ომის სახელით ცნობილ ისტორიულ მოვლენას ევროპაში.გარდა ამ ფაქტებისა ჩეხეთის ისტორიაში კვლავაც მოიპოვება “დეფენენსტრაციის” შემთხვევები,რასაც ამ ქვეყნის სხვადასხვა მაღალჩინოსანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც ჯერომ კ. ჯერომი,თავის მიერ დაწერილ წიგნში – “სამნი ველოსიპედზე” წერდა,იმ ეპოქის პრაღაში,იმდენად გავრცელებული იყო და იმდენად ეშინოდათ “დეფენენსტრაციისა”,რომ ყველა სერიოზული საკითხი,მოწინააღმდეგეებს შორის მიწის სარდაფეფბშიც კი იმართებოდა,რადგან ამ შემთხვევაში,აღნიშნული მოვლენის განხორციელება შეუძლებელი იყო.”დეფენენსტრაციის” შესახებ ცნობები,სხვა ქვეყნების ისტორიებშიც მოიპოვება,თუმცა ჩეხეთისაგან განსხვავებით,მას იქ ასეთი მასიური სახე არ ჰქონია. (ავტორი გენია.ჯი)