მარია მანდელი – (აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის “ურჩხული”)
მარია მანდელი – დაიბადა 1912 წლის 10 იანვარს ავსტრიის ქალაქ მიუნცინჰერში.1942-1944 წლებში იგი წარმოადგენდა “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებული – აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის ქალთა განყოფილების უფროს,რომლის სახელსაც უკავშირდება 500 000 ქალი-პატიმრის სიკვდილი.მანდელი გერმანული სს-ის ქალთა მხარდაჭერის ორგანიზაციის წევრი 1938 წლიდან გახდა.ამავე წლის 15 ოქტომბრიდან კი ლიხტენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში გადადის,უმცროს ზედამხედველად. (ავტორი გენია.ჯი) 1939 წლის 15 მაისს გადაიყვანეს რევენსბურკში.აღნიშნულ ბანაკში მისმა სისასტიკემ და ფაშიზმის ერთგულებამ,ბანაკის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო,რის გამოც მალე დააწინაურეს ტყვეთა უფროსი ზედამხედველის სტატუსით.მის ფუნქციებში შედიოდა ტყვე-ქალების სამუშაოზე გაგზავნა და დასასჯელების სასტიკი მეთოდებით დასჯა.”წარმარებულმა მუშაობამ” იგი კვლავ დააწინაურა და 1942 წლის 7 ოქტომბრიდან გადაყვანილ იქნა საშინელ – აუშვიც-ბირკენაუს ტყვეთა ბანაკში.თავდაპირველად იგი უბრალო ზედამხედველი იყო,თუმცა მისი სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო,მალევე საშინელი შიში დანერგა ქალ-პატიმრებში.ამავე პერიოდში მიანიჭეს სს-ის პოდპოლოვნიკის ჩინი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ის ფაქტი,რომ სწორედ მან გაუწია პროტექცია აუშვიცში,საყოველთაოდ ცნობილი ჯალათი ქალის – იმრე გიზას მუშაობის დაწყებას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მანდელს კოლეგები დადებითად,თავისი საქმის პროფესიონალად და ერთ-ერთ უერთგულეს თანამშრომლად ასახელებდნენ,მაშინ,როდესაც თავისი არაადამიანური საქციელებით,ბანაკში მყოფმა ტყვეებმა – “უჩხული” შეარქვეს.თავად ხელმძღვანელობდა გაზის კამერებში ათასობით უდანაშაულო ადამიანის გაგზავნას.გარდა ამისა იგი მელომანიით იყო გატაცებული და სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ქალი-პატიმრებისაგან იმ ორკესტრის ჩამოყალიბება,რომელიც ყოველ ახალ ეტაპს პარიმრებისა “სიკვდილის ბანაკში” – ამავე ორკესტრის მიერ შესრულებული “მუსიკის ფონზე” ხვდებოდა.1944 წელს იგი კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დააწინაურეს,მაშინ,როდესაც აუშვიც-ბირკენაუს ქალ-პატიმართა სრული განყოფილების უფროსად დანიშნეს.პოსტი მანდელს 1945 წლის მაისამდე ეკავა და როდესაც ფაშისტებმა ომი წააგეს,მართლმსაჯულებისაგან თავის დასაღწევად მშობლიურ მიუნცინჰერში გაიქცა.მიუხედავად ამისა,ჩადენილ უსაშინლეს დანაშაულებებს იგი მაინც ვერსად გაექცა და 1945 წლის ნოემბერში ამერიკელებმა დააკავეს,რის შემდეგაც იგი პოლონეთის ხელისუფლებას გადასცეს,მათივე თხოვნის შესაბამისად.მარია მანდელი სამამართლოზე გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო დამნაშავე ოსვენციმის სხვა ყოფილ ზედამხედველთა შორის.1947 წელს სასამართლომ მას ყველა წარდგენილ დანაშაულში დამნაშავედ სცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,ჩამოხრჩობით.1948 წლის 24 იანვარს,აუშვიც-ბირკენაუს “ურჩხულად” წოდებული ქალი – მარია მანდელი,კრაკოვის ციხეში (პოლონეთი) სიკვდილით იქნა დასჯილი. (ავტორი გენია.ჯი)