“საგანგებო ბრძანება N 9006″
“საგანგებო ბრძანება N 9006″ – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 32-ე პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის (1882-1945 წლები),მიერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,კერძოდ 1942 წლის 19 თებერვალს გამოცემულ სპეციალურ ბრძანებას,რომელიც თავდაცვის მინისტრსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროს ავალებდა ქვეყნის გარკვეული ტერიტორიები “საომარ ზონებად” გამოეცხადებინა.ამიტომ ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინტერნირობითი ბანაკები,სადაც განთავსებულ იქნენ სხვადასხვა ეროვნების რიგი სამოქალაქო პირები. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ბრძანებაში მითითებული არ გახლდათ ბანაკებში რომელი ეროვნების წარმომადგენლები უნდა განთავსებულიყვნენ,ყველასათვის ცხადი იყო,რომ ეს ბრძანება პირველ რიგში ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების უმთავრესი მტრის და როგორც ოფიციალურად მოიხსენიებდნენ “არამეგობარი ქვეყნის” – იაპონიის მოქალაქეებს,ასევე იაპონური წარმომავლების მქონე ამერიკის მოქალაქეებსაც.ამისათვის აიგო სპეციალური ბანაკები (სულ 13 ბანაკი) ,რომლებიც საერთო ჯამში გათვლილი იყო 120 000 ეთნიკურად იაპონელ ადამიანზე.ყველაზე დიდ ბანაკს არკანზასის შტატში განთავსებული ბანაკი წარმოადგენდა.ბანაკებში განთავსებულ იაპონელთა 62%,თავად ამერიკის მოქალაქე იყო. (ავტორი გენია.ჯი) ბრძანების გამოცემის შემდეგ იაპონური წარმომავლობის მქონეებს მოუწიათ მთელი თავიანთი უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვა და ასეთ ბანაკებში იძულებითი ჩასახლება.თუმცა დარჩათ უფლება,თითოეულ მსურველს,სასამართლოსათვის მიემართა თავიანთი პირადი საქმეებისათვის გადაეხედათ და უფლებები აღდგენოდათ.გარდა 120 000 ეთნიკურად იაპონელისა,აღნიშნულ ბანაკებში განთავსებულ იქნა 11 000 გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკის მოქალაქე და 3000 იტალიური წარმომავლობის მქონე ამერიკელი.ამერიკელი გენერალი ჯონ დევიტი იაპონელთა შესახებ წერდა: “იაპონური რასა – მტრული რასაა.მიუხედავად იმისა,რომ იაპონელთა უმეტესობა ამერიკაშია დაბადებული და მეორე-მესამე თაობაა,მიუხედავად იმისა,რომ ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან,მათი რასობრივი ბუნება მაინც არ შეცვლილა.სწორედ ამიტომ,ჩვენ ვალდებულები ვართ გამოვიჩინოთ სიფრთხილე იაპონელთა მიმართ,მანამ,სანამ ისინი არ აღიგავებიან ამერიკული მიწისა და პირისაგან”. (ავტორი გენია.ჯი) ალბათ ამ წერილით ყველაზე კარგად ჩანს იმ პერიოდის დამოკიდებულება ამერიკაში იაპონელთა მიმართ.აღნიშნული კანონი ქვეყანაში 1976 წლის 19 თებერვლამდე მოქმედებდა და საბოლოოდ გაუქმებულ იქნა პრეზიდენტ – ჯერალდ ფორდის მიერ.მოგვიანებით ამერიკაში შეიქმნა კომისია,რომელმაც შეისწავლა ბრძანების შედეგად დაზარალებულთა საქმეები და თითოეულ ცოცხლად გადარჩენილ იაპონელ დაზარალებულს (მოქალაქეობის განურჩევლად) ამერიკულმა სახელმწიფომ 20 000 $-ანი საკომპენსაციო თანხა გადაუხადა,მიყენებული მორალური,თუ ფიზიკური ზიანისათვის.აღნიშნული “საგანგებო ბრძანება N 9006″ კი თანამედროვე ამერიკაში,ისევე როგორც მთელ მსოფლიოში “რასობრივ დისკრიმინაციულ” აქტადაა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)