“დუნგჩენი”

“დუნგჩენი” – ინგლისურ ენაზე “Dungchen”,წარმოადგენს გრძელი და პირდაპირი ლითონისაგან (სპილენძი,ვერცხლი,თითბერი) დამზადებულ სასულე მუსიკალურ ინსტრუმენტს,რომლის სიგრძე ხშირ შემთხვევაში 1,5 მეტრიდან – 3,5 მეტრამდე მერყეობს.თანამედროვე პერიოდში,იგი ძირითადად გავრცელებულია და ბუდისტური ცერემონიალური მიზნებისათვის გამოიყენება ტიბეტში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც წესი “დუნგჩენი” გამოიყენება წყვილ ინსტრუმენტად.როდესაც მისი გამოყენება ხდება საჭირო ტიბეტურ რელიგიურ რიტუალში,მის გადასაადგილებლად ერთი ადამიანი არ კმარა,მისივე დიდი ზომების გამოისობით და ამიტომ ხშირ შემთხვევებში პროცესიის დროს იგი სპეციალურ თანაშემწეებს გადააქვთ. (ავტორი გენია.ჯი)