ლუი XIV – “ეპიზოდი”
საფრანგეთისა და ნავარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეფე - ლუი XIV დე ბურბონი (1638-1715 წლები),იგივე – “მეფე მზე”,სახელმწიფო მართვის ცენტრს წარმოადგენდა და როგორც თავად ამბობდა მის (მზის) გარშემო უნდა ეტრიალათ სახელმწიფო უწყებებს და მათ მესვეურებს.1661 წელს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გააუქმა და როგორც “მეფე-მზემ” იოხუნჯა: “თავადვე გახდა საკუთარი თავის პირველი მინისტრი”.როგორც ჩანს,ლუი XIV-ეს ის გარემოება აწუხებდა,რომ ლუი XIII-ის (1601-1643 წლები) დროს მეფის სახელი დაჩრდილა ერთ-ერთმა უდიდესმა კარდინალმა საფრანგეთის ისტორიაში “კარდინალ რიშელიემ”. (ავტორი გენია.ჯი) ლუი XIII-ის პირველმა მინისტრმა,ჭკვიანმა და ენერგიულმა კარდინალმა იმ პერიოდისათვის ფაქტობრივად ხელთ იგდო სახელმწიფოს მართვა,რაც ესოდენ აღიზიანებდა მეფე-მზეს”.სიმპტომატიურია ის გარემოება,რომ ლუი XIV-ის ეპოქაში საფრანგეთში იწერება პოლიტიკური მოაზროვნის – ბოსსიუეს ტრაქტატი – “საღვთო წერილიდან ამოკრეფილი პოლიტიკური მოძღვრება”,რომელშიც ის ამტკიცებდა,რომ მეფის ხელისუფლება ღვთაებრივი წარმოშობისაა.მეფე ღვთის მოადგილეა დედამიწაზე და მისი ხელისუფლება შეუზღუდავია თავისი ბუნებით.ამიტომ მეფის ერთგული ქვეშევრდომობა ყოველი ადამიანის მოვალეობაა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ამის შესახებ თავად ლუი XIV წერდა:
“საფრანგეთი მონარქიაა და მეფე (მონარქი) მასში მთელ ერს განასახიერებს და მეფის წინაშე თითოეული მხოლოდ ცალკე პიროვნებაა.ამიტომაც მთელი ძალაუფლება,მთელი ძალა თავმოყრილია მეფის ხელში და სამეფოში არ შეიძლება არსებობდეს სხვა ძალაუფლება.გარდა იმისა,რომელიც მეფის მიერ არის დადგენილი”.
საფრანგეთში “ბიუროკრატიული ცენტრალიზმი”,აღნიშნული მონარქიისათვის აბსოლუტურად დამახასიათებელი მოვლენა გახლდათ და ნათლად არ იყო გამიჯნული ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოების ფუნქციები. (ავტორი გენია.ჯი)