“მედიჩის ჟირაფი”
“მედიჩის ჟირაფი” - გახლდათ საჩუქარი ეგვიპტის სულთნის – კაიტ-ბეემისა,გაკეთებული 1486 წელს,ფლორენციის რესპუბლიკის მმართველისა და სახელმწიფო მოხელის – ლორენცო დი პიერო დე მედიჩის (1449-1492 წლები) მიმართ.ასეთი იშვიათი საჩუქარი, ეგვიპტის სულთნის მხრიდან,მიზნად ისახავდა ფლორენციის რესპუბლიკისა და ეგვიპტის ახლო,მეგობრულ ურთიერთობებს.ფლორენციაში (ევროპაში) ამ უიშვიათესი ცხოველის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი და ინტერესი მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან,რადგან იგი პირველი ცოცხალი ჟირაფი გახლდათ,რომელიც იტალიაში იხილეს,მას შემდეგ რაც ძველი რომი აღარ არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი) ძვ.წ.აღ-ით 46 წელს,იულიუს კეისრის ეგვიპტეში გამარჯვების აღსანიშნავად,რომში დაბრუნების შემდგომ სპეციალურად კეისრისათვის შეიქმნა “სამხეცე”,სადაც ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ჟირაფი იწვევდა.აღნიშნული მოვლენა პირველი ფაქტი გახლდათ,ჟირაფის ევროპულ ქვეყნებში გამოჩენისა და მას რომაელებმა “ქამელოპადრომი” უწოდეს,რადგან მათი აზრით ჟირაფში გააერთანებული იყო აქლემისა და ლეოპარდის მახასიათებლები. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ამ მოვლენაში ის ფაქტიც,რომ თავის ძალაუფლების დამადასტურებლად იულიუს კეისარმა ევროპისათვის ეს უიშვიათესი ცხოველი,ლომებს დააგლეჯინა,რითიც ყველას აგრძნობინა,რომ მის სურვილს წინ ვერაფერი აღუდგებოდა.აღნიშნული ისტორია,კარგად ცნობილი იყო ფლორენციის მმართველის ლორენცო მედიჩისათვისაც,რომელსაც ასევე სურდა თავისი ძალაუფლების გამყარება ფლორენციაში.ამიტომ გადაწყვიტა მეგობრობის გამყარების მიზნით და საფრანგეთის სამეფო კართან სიახლოვის დასადასტურებლად,ეგვიპტის სულთნის ნაჩუქარი “ჟირაფი”,საჩუქრად საფრანგეთის დედოფლისათვის – ანა ბრეტონელისათვის (1477-1514 წლები) მიეძღვნა,თუმცა ლორენცო მედიჩის ამ სურვილს შესრულება არ ეწერა,რადგან უბედური შემთხვევის შედეგად ჟირაფი გარდაიცვალა და შესაბამისად მისი ჩუქება მედიჩმა დედოფალ ანასათვის ვეღარ შეძლო.აღნიშნული მოვლენა კი ისტორიაში შევიდა,”მედიჩის ჟირაფის” სახელით. (ავტორი გენია.ჯი)