აკაკი წერეთლის გამოსათხოვარი სიტყვა – “იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვაზედ”
“ძმაო იაკობ! უკანასკნელად დაგყურებ ორკეცად მგლოვიარე: გიგლოვ,როგორც პირად მეგობარს და უფრო მეტად კიდევ,როგორც საზოგადო მოღვაწეს.ჩვენი მეგობრობის კავშირი,მაგ შენი სიკვდილით გაწყვეტილი ხანგრძლივ არ იქნება,ჩემი დღეებიც დათვლილია და მალე დაგეწევი! მაგრამ შენმა დაკარგვამ,როგორც საზოგადო მოღვაწისამ კი სამარადისო ხაზი დაასვა გულზე ყოველ შეგნებულ ქართველს. (ავტორი გენია.ჯი) წამოდგომა რომ შეგეძლოს ახლა,დაინახავდი,თუ რა გრძნობით ყოფილა სენდამი გამსჭვალული ამერ-იმერი!.. გულწრფელად გიგლოვენ დიდები და ჩაგბღავის საფლავში მოზარდი ახალთაობა,როგორც საერთო მამას.ამგვარი სიკვდილი სანატრელია!!. შენზე აღსრულდა საღმრთო წერილის სიტყვა: “სიკვდილი მართალთა განასვენებს”.შენ წარსდგები პირნათლად ჩვენ სახელოვან წინაპართა წინაშე… და ამოუდგები მათ გვერდში,საუკუნო განსვენებით! აქ კი აღაღადებენ შენი ნასრომნი და დარჩება სამარადისოდ შენგან გატკეპნილი გზა და ვინც იმ გზას არ გაივლის,ის არც ქართველად იხსენიება.კურთხეულ იყოს სამარადისოდ ის წმინდა გზა და მასთან ერთად სახსენებელი შენი… ამინ!..” (ავტორი გენია.ჯი)