გე ხუნი

გე ხუნი დაიბადა 283 წელს ქალაქ დანიანში (თანამედროვე ძიანსუს პროვინცია,ჩინეთი).იგი გახლდათ დიდი ჩინელი მეცნიერი,ფილოსოფოსი და ალქიმიკოსი,რომელმაც აღიარება ენციკლოპედიური ტრაქტატების წერით მოიპოვა.დაოსური რელიგიისა და ტრადიციების მიხედვით,მას მოიხსენიებენ,როგორც “უკვდავ წმინდანს”.გე ხუნი გახლდათ “სანხუანვენის სკოლის” ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. (ავტორი გენია.ჯი) თანამედროვეები მას მიიჩნევდნენ,ძალიან მოკრძალებულ,ბუნებრივ და ნაკლებად მომთხოვნ პიროვნებად,რის გამოც საკუთარმა მოსწავლეებმა და მეგობრებმა ზედსახელად “ბაოპუჩჟიში” უწოდეს,რაც “ბრძენს,მფლობელს თავდაპირველი სისადავისა”-ს აღნიშნავს.აქედან წამოვიდა შემდგომ მისი ლიტერატურული ფსევდონიმი “ბაოპუცზი”,რომელიც ეწოდა მის მიერვე შექმნილ ტრაქტატს.იგი დაიბადა ღარიბ ოჯახში,თუმცა საკმაოდ ცნობილში,რადგან მისი მშობლები დაკავშირებული იყვნენ სამხრეთ ჩინურ დაოსისტურ სკოლასთან “სანხუანვენთან”,სადაც შეისწავლებოდა – ალქიმია,ამასთანავე მიმდინარეობდა ტრადიციული ცდები უკვდავების ელექსირის დამზადებისა,ასტროლოგია და სხვა მეცნიერებები.სანხუანვენის სკოლის ფუძემდებლად მიჩნეულია ლეგენდარული მეფე ჩინეთისა და მითოლოგიური პერსონაჟი ჩინური მითოლოგიისა – ხუან-დი,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც “ყვითელ იმპერატორს”.გე ხუნის ბიძა – გე სიუანი,ცნობილი დაოს მიმდევარი გახლდათ,რომლისგანაც მას უამრავი წიგნი დარჩა.მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა,რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა.303-304 წლებში სამხედრო სამსახურში ჩადგა,მალევე ში-ბინის გლეხთა აჯანყების ჩაქრობაში შეტანილი წვლილისათვის,დაჯილდოებულ იქნა მცირე აზნაურის ტიტულით.შემდგომ წლებში დაიწყო მოგზაურობა რათა აღმოეჩინა უცნობი დაოსური ტექსტები,თუმცა უშედეგოდ დასრულდა მისი მოგზაურობა.უკან დაბრუნების შემდგომ მუშაობა დაიწყო გუანჩჟოუს გუბერნატორის კანცელარიაში,ხოლო მოგვიანებით მდიდარი და პრინც სიმა-ჟუის ფავორიტის ვან-დაოს დამხმარეთ იწყებს მუშაობას.მოგვიანებით სიმა-ჟუი აღმოსავლეთ ცზინის იმპერატორი ხდება და ამ პერიოდიდან მან ბრწყინვალე კარიერაც გაიკეთა.317-320 წლებში დაწერა ენციკლოპედიური ტრაქტატი “ბაოპუ-ძი”. (ავტორი გენია.ჯი) იმპერატორ ჩენ-დის მმართველობის პერიოდში 333 წელს,მისივე თხოვნით მიემგზავრება თანამედროვე ვიეტნამის პროვინცია ზიაოიატუში,სადაც ეძიებდა ალქიმიისათვის გამოსაყენებელ სხვადასხვა ნივთიერებებს.მალევე იგი უკან იქნა გამოხმობილი.დაბრუნების შემდგომ სახლი ააგო ქალაქ გუანჩჟოუს მახლობელ მთის ფერდობზე,სადაც აიყვანა მოსწავლეები და ორგანიზება გაუკეთა დაოსიზმის მიმდევარი საზოგადოების ჩამოყალიბებას.ლეგენდის თანახმად,სიკვდილის წინ 343 წელს,გე ხუნმა თავისთან იხმო,მისივე მეგობარი – დენ იუე,თუმცა მეგობარი მასთან იმ დროს მივიდა,როდესაც იგი უკვე გარდაცვლილი იყო.გე ხუნის ცხედარი კი გადმოცემის თანახმად ისე გამოიყურებოდა,როგორც ცოცხალის.გე ხუნი ავტორია მრავალი თხზულებისა,მათ შორის ავტობიოგრაფიის,სამედიცინო ტრაქტატების.მიუხედავად მისი შემოქმედების მრავალფეროვნებისა,დღევანდელ დღემდე მხოლოდ ფრაგმენტები და ციტატებია შემორჩენილი.მისმა შემოქმედებამ კი მომავალი თაობების არაერთ მეცნიერზე მოახდინა გავლენა,მათ შორის მისსავე ნათესავზე – გე ჩაოფუზე (დაოსიზმის პატრიარქი),რომელიც თავის მხრივ დამაარსებელია “ლიბნაოს სკოლისა”. (ავტორი გენია.ჯი)