“საკბე”
“საკბე” - ესპანურ ენაზე (Sacbe),წარმოადგენდა მაიას ცივილიზაციის მიერ სპეციალურად დაგებულ გზებს,რომლებიც ერთმანეთთან აერთებდა ცერემონიალური ღონისძიებების ადგილებს,ან ქალაქებს – ქალაქებთან.“საკბე” იმ პერიოდისათვის,მაიას ცივილიზაციის ხალხისათვის “ჩქაროსნულ გზებს” წარმოადგენდა.თავად სახელწოდება მომდინარეობს სიტყვებისაგან: Sac (თეთრი) და be (გზა),შესაბამისად მაიას ენაზე იგი აღნიშნავდა – “თეთრ გზას”. (ავტორი გენია.ჯი) სახელწოდება “თეთრი გზა” კი წარმოიშვა,მისი მშენებლობის ხერხის მიხედვით,რადგან აღნიშნული გზა მოფენილი იყო თეთრი ფერის მინერალებით,ძირითადად კირით.”საკბეს” სიგანე 4 მეტრიდან,შესაძლოა 12 მეტრამდეც კი ყოფილიყო.ხოლო სიგრძით 100 კილომეტრამდე.რამდენიმე “საკბე” – (თეთრი გზა) დღევანდელობამდე შემორჩა და იგი კიდევ ერთი თვალნათელი დასტურია მაიას ხალხის უდიდესი ცივილიზაციისა. (ავტორი გენია.ჯი)