“კიჩეს ხალხი”
“კიჩეს ხალხი” - გახლდათამერიკის ძირძველი მოსახლეობა,მცხოვრები გვატემალას მთიანეთში და ამასთანავე ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფი მაიას ცივილიზაციისა.მისი სინონიმებია: კეჩე და კეჩელახი,რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს “ადამიანებს ტყიანი ქვეყნიდან”.კიჩეს ხალხს მიეწერება ავტორობა “პოპოლ-ვუხის” (რჩევის წიგნი) და პიესისა “რაბინალ-აჩი”.დღევანდელობაში,მათი რაოდენობა 250,000 ადამიანს შეადგენს და საუბრობენ კიჩეს ენაზე,რომელიც თავის მხრივ წარმოდგენილისა სხვადასხვა დიალექტებისაგან.საერთო ჯამში კი კიჩეს ენა განეკუთვნება მაიას ენათა ჯგუფს.ისინი გარდა თავიანთი ენისა,საუბრობენ ესპანურ ენაზეც. (ავტორი გენია.ჯი) რწმენით ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები არიან,ძირითადად: კათოლიკეები და პროტესტანტები.ეთნოლოგიური ლეგენდის თანახმად,მათ უკავშირებენ ტოლტეკებს,რომლებიც ცხოვრობდნენ შუასაუკუნეების მესოამერიკაში.გვატემალაში კი ტაბასკოდან გადმოვიდნენ X-XI საუკუნეებში და დაიკავეს გვატემალის ცენტრალური მთიანეთი,სადაც დაამკვიდრეს “კიჩეს” სამეფოს დედაქალაქი – კუმარკახი (უტატლანი).XV საუკუნის მიწურულს,კიჩეს გავლენის ქვეშ,გვატემალაში მცხოვრები მრავალი ეთნიკური ჯგუფი მოექცა,თუმცა მალევე კიჩეს გამოეყო კაჩკიკელის ხალხი,რომელთაც თავიანთი ქვეყანა დააფუძნეს. (ავტორი გენია.ჯი) კიჩეს ხალხი გახლდათ მიწათმოქმედი და სოფლის მეურნეობის მიმდევარი ხალხი,რომელთა უმთავრესს სასოფლო-სამეურნეო კულტურას სიმინდი წარმოადგენდა.ამასთანავე იყვნენ კარგი მონადირეები და მეთევზეები.აკეთებდნენ საიუველირო ნაკეთობებსა და კარგად მუშაობდნენ თიხაზე.ამზადებდნენ კერამიკულ ნივთებს და ნიღბებს,თავიანთი რელიგიური რიტუალებისათვის.ესპანელთა მიერ დაპყრობის შემდეგ,შეითვისეს მათი სხვადასხვა ტრადიციები.კიჩეს ხალხის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად დღესდღეობით მიიჩნევა “ნობელის პრემიის” ლაურეატი და გვატემალის ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დამცველი – რიგობერტა მენჩუ ტუმი,რომელიც “იუნესკოს კეთილი ნების ელჩიც” კი გახლდათ.დღესდღეობით “კიჩეს ხალხი” გვატემალის ერთ-ერთ უძველეს მკვიდრ მოსახლეობად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)