გრიგოლ რობაქიძის ანდერძი…
“მცხეთა წმინდა საშოა ჩვენი მიწისა.იქ ეგულებოდა ჩემს ძვლებს საფლავი კარდჰუსი.მცხეთის მიდამოში აირჩიეს ძველმა მოგვებმა,ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ მზესა და ცეცხლს,მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს რჯული,აქ გამოსჭრა ნინომ ჯვარი ვაზისა ნასხლავებისაგან და მოახვია მას თავისი თმები,იქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქართველოში… შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში პაწა სალოცავს,ძველისძველად აშენებულს.ჩემი ნატვრაა: როცა ამსოფლად აღარ ვიქნები,მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას,წიფობის,ჩემი დაბადების თვეში,სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს,მეტს არასა ვთხოვ საქართველოს!” (ავტორი გენია.ჯი)