გიორგი კვინიტაძის შესახებ…

ერთ-ერთი უდიდესი ქართველი სამხედრო მოღვაწე და გენერალი - გიორგი კვინიტაძე, ნამდვილი გვარი ჩიქოვანი (1874-1970 წლები), ქართული არმიის გამორჩეული და შესანიშნავი წარმომადგენელია.მისი სამხედრო ტალანტი ყველაზე ნათლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამოვლინდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ იგი დანიშნულ იქნა იმ პერიოდისათვის ახალშექმნილი კავკასიის მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად და 1917 წლის რევოლუციას შეხვდა გენერალ-მაიორის ჩინით, როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას ჩინ-მედლებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია ისე ჩადგა სამშობლოს სამსახურში, როგორც ერთ-ერთი რიგითი მამულიშვილი ქვეყნისა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად, მისი სამხედრო კარიერა დასრულდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ გიორგი კვინიტაძე სარდლობდა უკანასკნელ ომში საბჭოთა რუსეთთან დემოკრატიული საქართველოს არმიას. ისტორიული ფაქტია ისიც, რომ მარცხის დროს იგი თვითმკვლელობის მცდელობასაც შეეცადა, თუმცა, საბედნიეროდ, მან ეს საშინელი აქტი ვერ განახორციელა. იგი მეთაურებს ამ სიტყვებით მიმართავდა:

„სამშობლოს გადარჩენისათვის მოვითხოვ ყველა უფროსებისაგან ძალების უმაღლეს დაჭიმვას და უსაზღვრო სამსახურს, რათა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მოპირდაპირის დამარცხებას მივაღწიოთ”.
სწორედ გენერალი კვინიკაძე გახლდათ ის გენერალი, რომელიც ამბობდა – „ტყვიას დავიხლი შუბლში, ვიდრე მტერს დედაქალაქს დავუთმობო”. დიდ მამულიშვილს გიორგი კვინიტაძეს საქართველოს დაუძინებელი მტერი – საბჭოთა რუსეთის დაზვერვა შემდეგი სიტყვებით ახასიათებდა:
„ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა – აღტკინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა”. (ავტორი გენია.ჯი)