ჟაკ-ლუი დავიდი – “მარატის სიკვდილი”
“მარატის სიკვდილი” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა დიდი ფრანგი მხატვრის - ჟაკ-ლუი დავიდისა (1748-1825 წლები),რომელიც მიუძღვნა თავის მეგობარს – ჟან პოლ მარატის ხსოვნასა და “საფრანგეთის დიდ რევოლუციას”.აღნიშნული ტილო დახატულ იქნა 1793 წელს.საფრანგეთის რევოლუცია კი 1789 წლის 14 ივლისს “ბასტილიის ციხის” აღებით დაიწყო და ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით დასრულდა 1794 წლის 26 ივლისს,ზოგიერთი მონაცემებით კი 1799 წლის 9 ნოემბერს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ტილომ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა,რომ მისი რამდენიმე ვარიანტის დახატვაც კი მოუწია ჟაკ ლუი დავიდს.სურათზე გამოსახულია ცნობილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე,რადიკალური ჟურნალისტი გაზეთისა – “ერის მეგობარი”,იაკობინელთა ერთ-ერთი ლიდერი და საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინამძღოლი – ჟან პოლ მარატი (1743-1793 წლები).იგი გახლდათ მხარდამჭერი იაკობინელთა მიერ დამყარებული ტერორისა,რომელიც საფრანგეთში მძვინვარებდა.ამასთანავე იგი დანტონისა და რობერსპიერის გვერდით,ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახლდათ საფრანგეთში ორი თვის განმავლობაში.დიდი გავლენის მქონე მარატი მალე დაავადდა კანის დაავადებით და იძულებული გახდა სახლიდან საერთოდ აღარ გამოსულიყო,ხოლო ტკივილების გასაქარვებლად სისტემატურად იღებდა სამკურნალო აბაზანებს.1793 წლის 13 ივლისს,იმ დროს როდესაც მარატი აბაზანას იღებდა მასთან შევიდა კეთილშობილი წარმოშობის მანდილოსანი – შარლოტა კორდე (1768-1793 წლები),რომელმაც მარატს მიაწოდა სია “ხალხის მტრებისა”.როდესაც მარატმა სიის გაცნობა დაიწყო,შარლოტამ მკერდში დანის ჩაცემით განგმირა იგი,საკუთარვე სააბაზანოში.ცნობილია,რომ შარლოტა კორდე რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა შეგზავნეს მარატთან მის მოსაკლავად. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე დღეში შარლოტა დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს 1793 წლის 17 ივლისს,24 წლის ასაკში).როგორც მისი ერთ-ერთი ჯალათი – შარლ ანრი სანსონი (1739-1806 წლები),იგონებდა,შარლოტას მსგავსი მამაცი ადამიანი მას არასოდეს ენახა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ მხატვარი მარატის მეგობარი გახლდათ და როდესაც მისი სიკვდილი გაიგო სასწრაფოდ გაეშურა,მარატის სახლში რა დროსაც ნახევრად ჩაბნელებულ სააბაზანოში დახატა გარდაცვლილი მარატის სახე.სულ კი მხატვარმა სურათის დახატვას სამი თვე მოანდომა.აღნიშნული ტილო მხატვარმა საჩუქრად “საფრანგეთის ეროვნულ კონვენტს” გადასცა (საკანონმდებლო ორგანო საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში,რომელიც ქვეყანას მართავდა 1792-1795 წლებში და მას შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა).ჟაკ ლუი დავიდის გენიალური ტილო “მარატის სიკვდილი” დღესაც უდიდეს ინტერესსა და მოწონებას იწვევს მნახველში. (ავტორი გენია.ჯი)