ედუარ დალადიეს ბიოგრაფიიდან…
ედუარ დალადიე (1884-1970 წლები) გახლდათ ფრანგი პოლიტიკოსი,სახელმწიფო მოხელე და პრემიერ-მინისტრი საფრანგეთისა 1933-1934 და 1938-1940 წლებში.მას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების დიპლომატები,მოიხსენიებდნენ,როგორც “ძალიან სუსტ და გაუბედავ” პოლიტიკოსს.1938 წლის 29 სექტემბერს,მონაწილეობა მიიღო,ცნობილ ისტორიულ მოვლენაში,რომელსაც დღემდე “მიუნხენის შეთანხმებად” მოიხსენიებენ.1840 წელს ტოვებს პოსტს,თუმცა ვერმახტის ჯარების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში,სხვა ყოფილ თანამდებობის პირებთან ერთად გარბის “საფრანგეთის მაროკოში”. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,იგი მაინც დაკავეს და გადასცეს სასამართლოს.დალადიეს გასამართლების პროცესი კი ცნობილია სახელწოდებით – “რიომის პროცესი”.აღნიშნული სასამართლოს ინიციატორი გახლდათ – “ვიშის რეჟიმი” (საფრანგეთის კოლაბორაციონალური რეჟიმი 1940-1944 წლებში,რომელსაც სათავეში ედგა – ანრი ფილიპ პეტენი 1856-1951 წლები,რომელსაც მოგვიანებით სამშობლოს ღალატისათვის – სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს,თუმცა შემდგომში,სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს).1943 წელს ედუარს დეპორტაცია გაუკეთეს გერმანიაში,სადაც იგი “სიკვდილის ბანაკად” წოდებულ: “ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში” მოხვდა და იქ მან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე პერიოდი გაატარა.ომის დასრულების შემდგომ დალადიე,ლეგენდარული ფრანგისა და მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტის – შარლ დე გოლის,მკვეთრ ოპოზიციონერად იქცა.ედუარ დალადიე გარდაიცვალა 1970 წლის 11 ოქტომბერს პარიზში და დაკრძალულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასაფლაოზე მსოფლიოში: “პერ-ლაშეზე”,სადაც განისვენებენ ისეთი დიდი ადამიანები,როგორებიც იყვნენ: ონორე დე ბალზაკი,პიერ ბომარშე,ჟან-ბატისტ მოლიერი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)