ელისაბედ ელეონორა სიდალის ბიოგრაფიიდან…

ელისაბედ ელეონორა სიდალი (1829-1862 წლები),გახლდათ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი,პოეტი და მხატვარი ქალი,რომლის შემოქმედებამაც უდიდესი გავლენა იქონია “პრერაფაელისტებზე”.მისი ბიოგრაფიიდან საინტერესოა ის,რომ 1852 წელს მილეს სახელოსნოში გაიცნო გამოჩენილი ინგლისელი მხატვარი,პოეტი და ილუსტრატორი – დანტე გაბრიელ როსეტი (1828-1882 წლები).ამ შეხვედრის შემდგომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. (ავტორი გენია.ჯი) 1860 წლიდან ელისაბედი მძიმე ავადმყოფობით აავადდება,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გაბრიელ როსეტისათვის მისთვის ხელი ეთხოვა და ელისაბედს გამოჯანმრთელების შემდეგ ქორწინებასაც დაჰპირდა.მართლაც 1860 წლის 23 მაისს ისინი შეუღლდნენ.1861 წელს მათ თავს უბედურება დატრიალდა,რადგან ელისაბედმა გარდაცვლილი ბავშვი დაბადა.ამ მიზეზის გამო იგი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში და კონფლიქტები დაეწყო მეუღლესთანაც.1862 წლის 11 თებერვალს “ლაუდანუმის” გადამეტებული დოზის შედეგად ელისაბედი გარდაიცვალა,თუმცა კითხვები იმის შესახებ,რომ მან თავი მოიკლა,თუ ეს შემთხვევითობა იყო,დღესაც პასუხ-გაუცემელია. (ავტორი გენია.ჯი) როსეტი ამ მოვლენამ შოკში ჩააგდო და მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება ღრმა დეპრესიასა და კოშმარებში გაატარა.მითუმეტეს მაშინ როდესაც მორალური თვალსაზრისით მეუღლის გარდაცვალებაში საკუთარ წვლილსაც ხედავდა.ამ მიზეზთა გამო,იგი გამოსავალს მხოლოდ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ხედავდა.ელისაბედის გარდაცვალებას უკავშირდება მის მიერ შექმნილი უკანასკნელი ტილოც – დანტეს თემაზე,სახელწოდებით: “დანტეს სიზმარი”,დახატული 1871 წელს.ცნობილი ფაქტია ისიც,რომ დაკრძალვის დღეს გაბრიელმა,სამარეში ელისაბედს მის მიერვე ხელნაწერი ლექსებიც ჩააყოლა,რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ,საფლავის გახსნის შედეგად უკანვე ამოიღო და გამოაქვეყნა 1870 წელს.აღნიშნულმა ფაქტმა ყველა მისი მეგობარი და ნაცნობი შოკში ჩააგდო,რადგან არავინ ელოდა როსეტისაგან ასეთ საქციელს.1881 წლიდან დანტე გაბრიელ როსეტი,იტანჯებოდა ჰალუცინაციებით და სულ მალე 1882 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა.ელისაბედ ელეონორა სიდალი მიეკუთვნება იმ უიშვიათეს ხელოვანთა კატეგორიას,რომლის ლექსებიც,საკუთარმა მეუღლემ ჯერ საფლავში ჩააყოლა,ხოლო შემდეგ ცხედრის ეკსგუმაციის შედეგად ამოიღო და გამოაქვეყნა.ასეთი ფაქტი კი ისტორიაში ფაქტიურად არც კი გვხვდება. (ავტორი გენია.ჯი)