ძველი საბერძნეთის პერიოდიზაცია….

“ძველი ბერძნების” როლი კაცობრიობის კულტურის ისტორიაში დიდმა ინგლისელმა სამართლის ისტორიკოსმა,ანთროპოლოგმა და იურისტმა -ჰენრი სომნერ მენმა (1822-1888 წლები),ასე შეაფასა:

“იყო ქვეყნად პატარა ხალხი – პროგრესის პრინციპის შემოქმედი და ეს ხალხი ბერძნებია.ყოველივე,რაც ამ ქვეყნად ვითარდება და მოძრაობს,ბუნების ბრმა ძალების გარდა,თავის სათავეს საბერძნეთში იღებს”. (ავტორი გენია.ჯი) ძველი საბერძნეთის სახელმწიფო და სამართალი იყო მეტად მნიშვნელოვანი და პროგრესული ეტაპი სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ოპტიმალური ურთიერთობის ძიების თითქმის მარადიულ გზაზე.ამბობენ,ისტორია კარგი მასწავლებელიაო.თუ ასეა,ეს პირველ ყოვლისა ძველი საბერძნეთის ისტორიის შესახებ შეიძლება ითქვას.მე-XX საუკუნის ორმოციანი წლებიდა დღემდე ბევრი რამ გაირკვა ბერძნების ისტორიის უძველესი ხანის შესახებ.როგორც ჩანს,ძველი საბერძნეთის ისტორია ძველი აღმოსავლეთის ხალხების ისტორიასთან ერთად,ერთ ქრონოლოგიყრ ნაკადში ვითარდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ცხადია,ბერძნები განიცდიდნენ ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ცივილიზაციის გავლენას,მაგრამ არ არის გამორიცხული,რომ ძველი ბერძნებიც ახდენდნენ უკუგავლენას მათზე,დღეისათვის ცნობილია,რომ ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულში ბალკანეთის ნახევარკუნძულის არეალში და მის ახლო მდებარე კუნძულებზე აქა-იქ აღმოცენდებოდა და ვითარდებოდა ცალკეული ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი კერები.ზოგიერთ მათგანს შეიძლება ნახევარსახელმწიფო ვუწოდოთ იმ აზრით,რომ მათში წინაკლასობრივი სტრუქტურები გარკვეულწილად მდგრად წონასწორობაში იყვნენ ახალ,მზარდ და განვიტარებად კლასობრივ და სახელმწიფოებრივ წესწყობილებასთან.კლასებისა და სახელმწიფოს წარმოშობის პროცესი ყველაზე ადრე და ინტენსიურად მიმდინარეობდა კუნძულ კრეტაზე,აგრეთვე ლემნოსზე.შედარებით გვიან ეს პროცესი ვითარდება მატერიკზეც.ძველი საბერძნეთის ისტორია ხუთ პერიოდად ყოფენ:

1. ეგეოსური ანუ კრეტა-მიკენის პერიოდი (ძვ.წ.აღ-ით III-II ათასწლეული).ესაა პირველყოფილი გვაროვნული წყობილების რღვევისა და ცალკეულ რეგიონებში ადრემონათმფლობელური სახელმწიფოების წარმოშობის ხანა.

2. ძვ.წ.აღ-ით XI-IX საუკუნეები.ამ დროს საბერძნეთში დორიელების დაპყრობათა შედეგად ადგილი აქვს პირველყოფილი თემური ურთიერთობის დროებით აღდგენას.

3. არქაული პერიოდი (ძვ.წ.აღ-ით VIII-VI საუკუნეები0.ამ ეტაპზე ყალიბდება ანტიკური მონათმფლობელური საზოგადოება.

4. ძველი საბერძნეთის ისტორიის კლასიკური ხანა (ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეები).მონატმფლპბელური ურთიერთობის უმაღლესი განვითარება ანტიკურ პოლისებში.

5. ელენინისტური პერიოდი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნის მეორე ნახევრიდან – ძვ.წ.აღ-ით I საუკუნის შუა წლებამდე). (ავტორი გენია.ჯი)