“სათნოება ნებაყოფლობით მოიპოვება”

“რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა,ამით მოგვანიჭა არჩევანის უფლება – სათნოებისა და სიკეთის გზას დავადგეთ თუ მანკიერება და ბოროტება ავირჩიოთ.”სათნოებას არ ჰყავს მბრძანებელი.იგი ნებაყოფლობითია და თავისუფალი ყოველგვარი აუცილებლობისაგან”, – ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი.სიკეთე ან ბოროტება,როგორც თავისუფალი ნების მონაპოვარი,არ უნდა იყოს იძულებითი.სათნოება,როგორც ნაყოფი თავისუფლებისა, “არამართვადი სიკეთეა”,რადგან არ გულისხმობს ბატონობას.წმინდა ბასილი დიდის სწავლებით, “ღვთისთვის სათნოა არა იძულებითი,არამედ სათნოებების სიყვარულით აღსრულებული საქმე.სათნოება ნებაყოფლობით მოიპოვება და არა აუცილებლობითა და იძულებით”.წმინდა იოანე დამასკელი უფრო მკვეთრ განმარტებას გვაძლევს: “ის,რაც იძულებით კეთდება,სათნოება არ არის.უნდა გვახსოვდეს ისიც,რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა,მაგრამ შემწეობის გარეშე არ მიუტოვებია.მან თავისი ქმნილების ჯერ კიდევ გამოუცდელი ნება სიკეთისკენ წარმართა ისე,რომ ადამიანი,სიკეთეს მოშორებულიც კი,მაინც მისკენ მიისწრაფოდეს.ამგვარად,ბოროტება სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უდებების გამო შემოიჭრა და სულაც არ არის ღვთისგან მომდინარე,ღმერთს,თავისი არსით სახიერს,ბრალი არ აქვს არავითარ ბოროტებაში”.ისევე,როგორც სიკვდილი შემოიჭრა კაცთა მოდგმაში ადამიანის ეშმაკისადმი დაქვემდებარების გამო,მას შემდეგ,რაც ადამიანმა ბოროტად გამოიყენა ღვთისგან ბოძებული თავისუფლება და პირველყოფილი შეცოდებით თავისი ნებით გაწყვიტა კავშირი ღმერთთან.დღესაც ჩვენს ხელთაა სადავეები და არჩევანი უნდა გავაკეთოთ.გონიერი კაცი,რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს,ყოველთვის სიკეთის გზას ირჩევს,რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს ღმერთთან საკუთარი ნებით გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად”.

 ”დეკანოზი თეოდორე გიგნაძე”