რობერტ შტოლცი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორი,დირიჟორი და აღიარებული,როგორც: “უკანასკნელი ვალსის მეფე” - რობერტ შტოლცი (1880-1975 წლები),2000-მდე სიმღერისა და ვალსის,60-მდე ოპერეტის და 100-მდე კინოფილმის მუსიკის ავტორია.გარდა იმისა,რომ იგი უდიდესი კომპოზიტორი გახლდათ,ასევე ცნობილი იყო,როგორც “ფილატელიის” თავგამოდებული მოყვარული და მას არა ერთი უნიკალური კოლექციაც გააჩნდა მარკებისა.აღნიშნული გატაცებების შესახებ,თავის მემუარებში იგი წერდა:

“შესაძლოა თამამად ითქვას,რომ მე ორ სამყაროში ვიცხოვრე: მუსიკისა და ფილატელიის.უამრავმა ოცნებებმა ახალგაზრდობისა,თავისი გამოხატულება ჩემს მიერვე შექმნილ მუსიკაში ჰპოვეს.ყოველთვის ვნახულობდი დროს იმისათვის,რომ მუსიკისაგან დაღლილს,რამდენიმე საათიანი შვება ფილატელიის სამყაროში ჩავძირულიყავი და ეს ჩემთვის გახლდათ ფანტასტიკური მოგზაურობა მთელი დედამიწის გარშემო”.

ისიც ფაქტია დიდი კომპოზიტორისა და ფილატელისტის ბიოგრაფიიდან,რომ ხუთჯერ იყო დაქორწინებული: პირველად დაქორწინდა მსახიობზე – გრეტა ჰოლმზე; მეორედ კაბარეს მომღერალ – ფრანცი რასელზე; მესამედ – ჟოზეფინა ცერნიცზე; მეოთხედ – ლილიზე; ხოლო მეხუთედ – ივონა ლუიზა ულრიჰზე.
აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კომპოზიტორმა მისი ცხოვრების ორი უსაყვარლესი თემა: მუსიკა და ფილატელია,ერთად შეარწყო,მაშინ როდესაც დაწერა კომპოზიცია: “ფილატელიული ვალსი”. (ავტორი გენია.ჯი)