ასტეროიდი – “(514) არმიდა”
ასტეროიდი “(514) არმიდა” - მზის სისტემის მთავარი სარტყლის ასტეროიდია,რომელიც აღმოჩენილ იქნა 1903 წლის 24 აგვისტოს დიდი გერმანელი ასტრონომის – მაქსიმილიან ფრანც იოზეფ კორნელიუს ვოლფის (1868-1932 წლები) მიერ,ცნობილი “ჰაიდელბერგ-კიონიგშტულის ობსერვატორიიდან” (გერმანია).სახელწოდება “არმიდა” კი მას უწოდეს ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი პოეტის – ტორკვატო ტასოს (1544-1595 წლები),პოემის: “განთავისუფლებული იერუსალიმის”,მთავარი პერსონაჟისა. (ავტორი გენია.ჯი) რომელიც ასევე გახლავთ არაერთი ოპერის მთავარი გმირიც,მაგალითად ისეთი კომპოზიტორების მიერ დაწერილი ოპერებისა,როგორებიც იყვნენ: კრისტოფ გლიუკი,ჯოაკინო როსინი და ჟან ბატისტ ლიული.1977 წელს შვედეთის ქალაქ უფსალაში მდებარე ობსერვატორიიდან დაკვირვების შედეგად განსაზღვრულ იქნა ბრუნვა აღნიშნული ასტეროიდისა,რომელიც შეადგენდა 22 საათზე ოდნავ მცირე დროს.მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი დადასტურებულ იქნა მისი კვლევის ანალიზის შედეგების მიხედვითაც.1983 წელს ამერიკის,ინგლისისა და ნიდერლანდების მონაწილეობით,კოსმოსში გაშვებულ იქნა ინფრაწითელი ორბიტალური ობსერვატორია “IRAS”-ი,რომლის მეშვეობითაც დადგენილ იქნა დიამეტრი აღნიშნული ასტეროიდისა,რომელიც შეადგენს 106,17 კილომეტრს. (ავტორი გენია.ჯი) 2009 წლის 8 ივლისს ახალ ზელანდიასა და ტასმანიის კუნძულებიდან მიმდინარეობდა დაკვირვება მასზე,რომელიც დარეგისტრირებულ იქნა 1153-ე დაკვირვება ასტეროიდ (514) არმიდა-ზე.მას შემდეგ კი ამ ასტეროიდზე დაკვირვება კვლავაც აქტუალურია ასტრონომიულ მეცნიერებაში და იგი დღესაც გრძელდება.