კონსტანტინ ფრანსუა ვოლნეი
კონსტანტინ ფრანსუა ვოლნეი დაიბადა 1757 წლის 3 თებერვალს კრაონჟში (საფრანგეთის დასავლეთით მდებარე,ანჟუს ისტორიული მხარე).იგი გახლდათ დიდი ფრანგი განმანათლებელი,ფილოსოფოსი და სწავლული-ორიენტალისტი.სწავლობდა პარიზში,სადაც შეისწავლა მედიცინა და ფილოსოფია.ამავე პერიოდში იგი ხშირი სტუმარი ხდება,გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსის – პოლ ანრი ჰოლბახის (1723-1789 წლები) სალონისა,სადაც მრავალი ფრანგი განმანათლებელი გაიცნო.1782 წელს იწყებს ხანგრძლივ მოგზაურობას,რა დროსაც მოიარა: ოსმალეთის იმპერია,სირია,ეგვიპტე და სხვა ახლო აღმოსავლური ქვეყნები.საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში “ეროვნული კრების” სრულუფლებიანი წევრი გახლდათ.დიდი ბრიტანელი ლინგვისტისა და ერთ-ერთი პირველი ევროპელისაგან,რომელმაც შეისწავლა სანსკრიტული ენა – ალექსანდრე ჰამილტონისაგან,თავადაც შეისწავლა სანსკრიტული ენა და მის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. (ავტორი გენია.ჯი) ფრანსუას სამეცნიერო, უმთავრესს ინტერესად ქცეული იყო ფილოსოფიის ისტორიის,ეთიკისა და რელიგიის საკითხები.მიიჩნევდა,რომ კრიტერიუმი ჭეშმარიტებისა,ადამიანის გრძნობებიდან გამომდინარეობდა.სწორედ აღნიშნული მოტივი გახლდათ მის მიერვე შექმნილი შრომებისა და თეორიებისა: “საზოგადოებრივი მორალის” და “რელიგიის ანალიზის” შესახებ.მანვე ჩამოაყალობა: “ასტრალური თეორია რელიგიის წამრმომავლობის” შესახებ.მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია,მომავალი თაობის ფილოსოფოსებისა და სწავლულების მსოფლმხედველობებზე.კონსტანტინ ფრანსუა ვოლნეი გარდაისვალა 1820 წლის 25 აპრილს პარიზში და იგი დაკრძალულ იქნა პერ-ლაშეზის ცნობილ სასაფლაოზე. (ავტორი გენია.ჯი)