“ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმი”
“ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმი” - გახლავთ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება,რომელიც ტერიტორიულად განთავსებულია პარიზში,ლათინური კვარტალის ცენტრში.აღნიშნულ ლიცეუმში შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს,როგორც საშუალო განათლება,ასევე უმაღლესი განათლებაც.დაარსებულ იქნა იეზუიტთა ორდენის მიერ 1563 წელს და თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ “კლერმონის კოლეჯი”.აღნისნული ლიცეუმი ცნობილია სწავლის უმაღლესი დონით როგორც საფრანგეთში,ასევე საერთაშორისო არენაზეც კი. (ავტორი გენია.ჯი) მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე იქ სწავლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც იყვნენ: ვიქტორ ჰიუგო,ჟან-ბატისტ მოლიერი,ჟორჟ პომპიდუ,ჟაკ შირაკი და სხვები.მის ირგვლივ განლაგებულია ისეთი ცნობილი საგანმანათლებლო ცენტრები,როგორებიცაა: სობრონის უნივერსიტეტი,კოლეჯ დე ფრანსი და გეოგრაფიის ინსტიტუტი.ლიცეუმში სწავლა უფასოა,თუმცა მიღება (შერჩევა) წარმოებს კონკურსის გავლით.”ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმი” დაარსებულ იქნა,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ “იეზუიტთა ორდენის” მიერ და იგი იმყოფებოდა “იესოს საზოგადოების” პატრონაჟის ქვეშ. (ავტორი გენია.ჯი) 1550 წელს კლერმონის ეპისკოპოსმა გიიომ დიუ პრამ იეზუიტთა ორდენის წევრებს შესთავაზა გაეხსნათ კოლეჯი (სასტუმროს ტერიტორიაზე,რომელიც თავად ეპისკოპოსს ეკუთვნოდა).კოლეჟის გასახსნელად ეპისკოპოსმა 6000 ლივრი გაიღო,თუმცა 1563 წლის დასაწყისში,როდესაც კოლეჟმა ფუნქციონირება დაიწყო,ლიცენზია არ გააჩნდა.თანხმობა და ლიცენზია ამ საგანმანათლებლო ცენტრმა მხოლოდ მეფის თანხმობის შემდეგ 1563 წლის 1 ოქტომბერს მიენიჭა,სწორედ ამ მიზეზის გამო ითვლება ოფიციალურ თარიღად ეს დღე მისი დაარსების დღედ.კოლეჯი ძალიან მალე გახდა პოპულარული და შესაბამისად დაიწყო მისი გაფართოება.აღსანიშნავია,რომ სხვა იმ დროინდელ კოლეჯებისაგან განსხვავებით სწავლა უფასო გახლდათ.1564 წელს პარიზის უნივერსიტეტის რექტორმა – ჟან პრევომ უარი განაცხადა გაეგრძელებინა ლიცენზია აღნიშნული კოლეჯისათვის,რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.აღნიშნული ფაქტი მთელი ფრანგული სამეცნიერო წრეების ცენტრში მოექცა.მალევე მიიღეს დროებითი ლიცენზია სწავლის გაგრძელებისა,ხოლო საბოლოოდ მხოლოდ 30 წლიანი ბრძოლის შემდეგ მიიღო ამ საგანმანათლებლო ცენტრმა მუდმივი ლიცენზია.1594 წელს საფრანგეთის მეფე ანრი IV-ზე (1553-1610 წლები),განხორციელდა თავდასხმა.მალევე ცნობილი ხდება,რომ თავდასხმაში მონაწილე პიროვნება – ჟან შატელი,ამავე კოლეჯის კურსდამთავრებული იყო,რის შედეგადაც საფრანგეთის პარლამენტმა მთელი პასუხისმგებლობა აღნიშნულ აქტზე დააკისრა იეზუიტთა ორდენსა და კლერმონის კოლეჯს. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო აიკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე იეზუიტთა ორდენი და დაიხურა საწავლებელიც.მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ მიეცა იეზუიტებს საფრანგეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობის გაგრძელების უფლება და 1606 წელს მათ დაუბრუნეს კოლეჯის შენობა-ნაგებობები.1618 წლიდან,კოლეჯმა კვლავ აღიდგინა საკუთარი რენომე.აღნიშნული სასწავლებლის აღორძინების აპოგეა გახლდათ საფრანგეთის მეფე “მზედ” წოდებულის – ლუი XIV დე ბურბონის მიერ პატრონაჟის ქვეშ აყვანა ამ სასწავლებლისა.სწორედ ამ პერიოდიდან ეცვლება მას სახელი და ეწოდა: “ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმი”.მიუხედავად დიდი სკანდალებისა და პრობლემებისა აღნიშნული ლიცეუმი დღემდე განათლების მიღების ერთ-ერთ საუკეთესო კერად რჩება.1995 წელს შენობა-ნაგებობეს ჩაუტარდათ რეკონსტრუქცია და მან მიიღო თანამედროვე არქიტექტურული სახე.ლიცეუმი ყოველ წელს კონკურსის სახით არჩევს 1800-მდე მოსწავლეს და შეისწავლება აბსოლუტურად ყველა მეცნიერული საგნები.მას გააჩნია მდიდარი ბიბლიოთეკა და ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრადაა ქცეული საფრანგეთში. (ავტორი გენია.ჯი)