იოჰან ბრამსის ბიოგრაფიიდან…
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი,ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი რომანტიზმისა და ავტორი შესანიშნავი ნაწარმოებისა “გერმანული რექვიემი”- იოჰან ბრამსი (1833-1897 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში ძლიერ ავადმყოფობდა.თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია შეექმნა ახალი მუსიკალური ნაწარმოებები,მაგრამ საბოლოოდ იგი მაინც იძულებული გახდა სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ კურორტზე გამგზავრებულიყო. (ავტორი გენია.ჯი) მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ,პირადმა ექიმმა ჰკითხა,რომ თუ იყო იგი კმაყოფილი მკურნალობის კურსით და რაიმე,უკმაყოფილების გრძნობა ხომ არ მიყვებოდა მისგან,რაზეც იოჰან ბრამსმა მიუგო: “დიდად მადლობელი ვარ თქვენი,ფაქტიურად ყველა ავადმყოფობა რაც აქ ჩამოვიტანე,ხელუხლებლადვე უკანვე მიმაქვს”. მიუხედავად იმისა,რომ იოჰანს ამავე პერიოდში თვალის ჩინიც დაუქვეითდა,იგი კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ სათვალეების ტარებისა,როდესაც მას ამის შესახებ შეკითხვა დაუსვეს,თუ რატომ არ ატარებდა იგი სათვალეებს,მან საკმაოდ ორიგინალურად,ხუმრობანარევი პასუხი გასცა: “სათვალეების გარეშე,ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,რადგან ბევრი ცუდის დანახვა არ უწევს ჩემს თვალებს”.
უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის – ფელიქს მენდელსონის გარდაცვალების შემდეგ 1847 წელს,მარკსენი იტყვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბრამსის შესახებ: “ერთი გენიოსი მუსიკოსი გარდაიცვალა,თუმცა სხვა უფრო დიდი გენიოსი მოდის მის შესაცვლელად და ეს იოჰან ბრამსია”. (ავტორი გენია.ჯი)