“აედები”
“აედები” - ბერძნული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “მომღერალს”.ისინი წარმოადგენდნენ ძველ საბერძნეთში,პროფესიონალ შემსრულებლებს ეპიკური სიმღერებისა – ლირის და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპანიმენტის მეშვეობით.“აედები” შესაძლოა ყოფილიყვნენ,როგორც მოგზაური შემსრულებლები,ასევე მუდმივ სამსახურში მყოფები ძველი საბერძნეთის სამეფო კარის,ან ძველბერძნული საზოგადოებისა.უმთავრესად “აედები” მოღვაწეობდნენ ძვ.წ.აღ-ით VII-VI საუკუნეებში. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კი ისინი ჩაანაცვლეს – რაპსოდებმა (ანტიკური ხანის ტერმინი,პროფესიონალი ეპიკური სიმღერების შემსრულებლებისა).”აედებს” შესწევდათ უნარი ხასიათის იმპროვიზირებისა და ანხორციელებდნენ დიდ ზეგავლენას ძველბერძნული ეპოსის განვითარებაში.აღსანიშნავია,რომ აედები მოხსენიებულნი არიან ლეგენდარული ძველბერძენი პოეტის – ჰომეროსის,გენიალურ პოემაში “ილიადა”,სადაც ისინი მოხსენიებული არიან,როგორც მეფის მსახურები. (ავტორი გენია.ჯი)