ჩვეულებრივი კონოლოფი
ჩვეულებრივი კონოლოფი - გახლავთ ხვლიკი იგუანისებრთა ოჯახისა,რომელიც ძირითადად გავრცელებული არიან გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულებზე (კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში,სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით,სანაპიროდან 965 კილომეტრის მოცილებით),სან-სალვადორის,სანტა-კრუსის,ისაბელასა და ფერნანდინის კუნძულები.ისინი საკმაოდ დიდი და მჭიდრო აგებულების მქონე ხვლიკები არიან,რომელთა სხეულის სიგრძე ხშირ შემთხვევაში 1 მეტრსა და 20 სანტიმეტრამდეც კია. (ავტორი გენია.ჯი) აქვთ ძლიერი კიდურები და მასიური ბრჭყალები.შეფერილობით ყვითელი,მწვანე ან ყავისფერი არიან.ზურგი კი ეკლებით აქვთ დაფარული.ბინადრობენ მიწის სიღრმეში,სადაც იკეთებენ კიდეც ბუნაგს.იკვებებიან ოპუნციის ფოთლებითა და სხვა მცენარეულობით.მაკეობის პერიოდში დებენ 25 კვერცხს,რომლებსაც სველ ქვიშაში ან ხშირი ფოთლების ქვემოთ სირბილეში ინახავენ.ხშირ შემთხვევაში ასეთი ადგილის მოსაძებნად კონოლოფები 15 კილომეტრსაც კი გადიან.პატარები კი სამი-ოთხ თვეში იჩეკებიან.ჩვეულებრივი კონოლოფები დღესდღეობით მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კუნძულებზე ბინადრობენ და მათი რაოდენობა არც თუ ისე ბევრია შემორჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)