ტურაკო

ტურაკო - გახლავთ ფრინველი,გუგულისნაირისებთა სახეობის,ტურაკოსებრთა ოჯახისა,რომლებიც  გავრცელებული არიან მხოლოდ და მხოლოდ აფრიკის კონტინენტის ტროპიკულ მხარეებში (ძირითადად ბინადრობენ ტყის მასივებში).სულ ამ ულამაზესი ფრინველის თორმეტი სახეობა არსებობს,რომელთა სხეულის ზომები და შეფერილობები სახეობებისდა მიხედვით სხვადასხვაა (ჭკის სხეულის ზომებიდან – ყვავის სხეულის ზომების ჩათვლით).გამოირჩევიან მასიური სხეულის ფორმებით,მოკლე-მაღალი და ფართო ნისკარტით. (ავტორი გენია.ჯი) მათ გააჩნიათ საშუალო ზომის ფრთები,თავზე ქოჩორი და გრძელი მომრგვალო ფორმის კუდი.შესაძლოა ზოგიერთი სახეობის ტურაკო ერთ მეტრ სიგრძემდეც კი გაიზარდოს.ისინი გამოირჩევიან გასაოცარი სილამაზითა და ფერთა გამების მრავალფეროვნებით.მიუხედავდ იმისა,რომ კაშკაშა ფერებით გამოირჩევიან,მტაცებლისაგან საკმაოდ მარჯვედ შეუძლიათ შენიღბვა და დამალვა მაღალი ხეების ფოთლებში. (ავტორი გენია.ჯი) ისინი მიწაზე ფაქტიურად არ ჩამოდიან და ძირითად დროს ხეებზე ატარებენ.ცხოვრობენ წყვილებად და საკმაოდ დიდი “ერთგულებითაც” გამოირჩევიან პარტნიორის მიმართ.იკვებებიან მწერებითა და ხილით.აქვე აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ტურაკუ იკვებება ისეთი შხამიანი მწერებით,რომელთაც სხვა ცხოველები და ფრინველები საერთოდ არც კი ეკარებიან.ბარტყების გამოჩეკის ვადა სამი კვირაა და ამ დროს ბუდეში დედალ-მამალი ერთმანეთს ენაცვლებიან.ტურაკო არ გამოირჩევა სწრაფი ფრენით,თუმცა საკმაოდ კარგად ფრენენ.ტურაკოსნაირებთა სახეობები განსაკუთრებული სილამაზის ფერთა გამით და საკმაოდ საინტერესო ცხოვრების წესითაც გამორჩეული ფრინველები არიან. (ავტორი გენია.ჯი)