“კარკარანია”

“კარკარანია” - გახლავთ მდინარე სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა),რომელიც სათავეს იღებს არგენტინის პროვინცია კორდობაში,მდინარეების ჩოკაჩანჩარავასა და ტერცეროს შეერთების შედეგად.მდინარის საერთო სიგრძე 240 კილომეტრს შეადგენს,ხოლო აუზის საერთო ფართობის ტერიტორია 4800 კვადრატული კილომეტრია.მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება მდინარე პარანაში.”კარკარანია”,განეკუთვნება “ლა-პლატას” მდინარის აუზს,რომელიც თავის მხრივ ატლანტის ოკეანის აუზს წარმოადგენს.მდინარე “კარკარანია” შეიცავს რიგ დიდ შენაკადებს.მდინარის სანაპიროები ლამაზი ბუნებით გამოირჩევა და ამასთანავე მდიდარია სარეწაო თევზით. (ავტორი გენია.ჯი)