“ვირუნგას მთები”

“ვირუნგას მთები” - გახლავთ ვულკანური წარმოშობის მთათა სისტემა აფრიკის კონტინენტზე,კივუს ტბასა და ედუარდის ტბებს შორის.იგი მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის,რუანდისა და უგანდის სასაზღვრო ტერიტორიებზე და წარმოადგენს ნაწილს – აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზისა (ერთ-ერთი უმსხვილესი რღვევის ხაზი აღმოსავლეთ აფრიკაში,რომელიც გადაჭიმულია 6000 კილომეტრზე,სირიიდან ცენტრალურ მოზამბიკამდე).“ვირუნგას მთების” საშუალო სიმაღლე 4500 მეტრია ზღვის დონიდან. (ავტორი გენია.ჯი) ამ მთათა ჯაჭვში შედის 8 დიდი ვულკანი,რომელთა შორის 2 ვულკანი: “ნირაგონგო” (3462 მეტრი) და “ნიამურაგირა” მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.1977 წელს “ნირაგონგოს” ვულკანის ამოფრქვევას 2000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,ხოლო 2000 წელს ნირაგონგოს ვალკანის კრატერის ყელი გაივსო ლავით,რომელიც გადმოედინა და 20 კილომეტრში მყოფ ქალაქ – გომას,უბედურებად დაატყდა თავს,რასაც 147 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,ხოლო 250,000 ადამიანი დევნილად აქცია,მათ შორის მეზობელი სახელმწიფოს რუანდის ტერიტორიიდანაც.”ვირუნგას მთების” ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ვულკანი “კარისიმბი”,რომლის სიმაღლე 4507 მეტრია ზღვის დონიდან და რუანდის უმაღლეს წერტილსაც წარმოადგენს.თავად ვულკანი “კარისიმბი” კი ყველაზე მაღალ ვულკანად არის ცნობილი აფრიკის კონტინენტზე მდებარე ასხვა ვულკანებს შორის.ამავე მთების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კიდევ ორი ვულკანი: “მიკენო” (4437 მეტრი) და “ბისოკე” (3711 მეტრი).ვირუნგას მთების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს უძველესი წარმოშობის ვულკანი: “საბინო” (3634 მეტრი),ასევე კიდევ ორი ვულკანი: “ჰაბინდა” (3474 მეტრი) და “მუჰაბურა” (4127 მეტრი).ვირუნგას მთების კალთები,დაფარულია ტროპიკული ტყეებით,რომლებშიც ბინადრობენ უიშვიათესი სახეობის პრიმატები – “მთის გორილები”. (ავტორი გენია.ჯი) ამავე მთების ტერიტორიაზე,1925 წელს პრინცმა ალბერტმა,პირველმა დააარსა აფრიკის კონტინენტზე ეროვნული პარკი,რომელსაც “ალბერტის ეროვნული პარკი” ეწოდა.1969 წელს კი იგი დაყოფილ იქნა ვულკანური წარმოშობის ეროვნულ პარკებად.ერთადერთი ადგილი გარდა აღნიშნული ტერიტორიისა,სადაც მთის გორილები ბინადრობენ გახლავთ უგანდაში – “ბვინდის ეროვნული პარკის” ტერიტორია.”ვირუნგას მთები”-ს ზოგიერთი მონაკვეთი “იუნესკოს” ნუსხაშია შეტანილი,მათ შორის “ნირაგონგოს ვულკანი”. (ავტორი გენია.ჯი)