ტაგ ბეჰრამი – “ყველაზე სერიული მკვლელი ისტორიაში”

ტაგ ბეჰრამი (1765-1840 წლები) – წარმოადგენდა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ყველაზე სერიულ ინდოელ მკვლელს,რომელსაც “ტუგის სექტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტი ეკავა (“ტუგის სექტის” წევრები ეთაყვანებოდნენ სიკვდილის,ქაოსისა და განადგურების ქალღმერთს – კალის,რომელიც თავის მხრივ განსახიერება გახლდათ მრისხანე ინდუისტური ქალღმერთის – დურგასი).ბეჰრამის მიმდევრები,რომლებიც მასიურად ხოცავდნენ ხალხს,მიიჩნევდნენ,რომ თითოეული მათ მიერ ჩადენილი მკვლელობა დააჩქარებდა მათი თაყვანისცემის ობიექტის – კალის მოსვლას დედამიწაზე.(ავტორი გენია.ჯი) თავად ტაგ ბეჰრამმა თავისი “ფანატიკური საქმიანობის” პერიოდში,რომელიც მოიცავდა 1790-1840 წლებს,სიცოცხლეს 931 ადამიანი გამოსალმა – “დახრჩობის ცერემონიალური რიტუალით”.ნებისმიერი მსხვერპლის მკვლელობა,მათთვის სარიტუალო დანიშნულებას ატარებდა,შესაბამისად მათ რელიგიური მოტივებით ამართლებდნენ.სექტის წევრები მსხვერპლს ტანსაცმლის მეშვეობით გუდავდნენ.საერთო ჯამში,ამ საშინელი კულტის წევრების ანგარიშზე 80 000 მოკლული ადამიანი მოდის,ზემოთ აღნიშნული მეთოდით.სექტის წევრები ძირითადად “ნადირობდნენ” ტურისტებზე,რომელთაც ისინი გიდებად ეცნობოდნენ,რის შემდეგაც ანადგურებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მათ ხელში ჩავარდნილი არც ერთი ადამიანი ცოცხალი არ გადარჩენილა.გარდა იმისა,რომ ისინი ადამიანებს ერთეულებადაც გუდავდნენ,ასევე მასობრივი მკვლელობების სარიტუალო ცერემონიებსაც აწყობდნენ.სხვა სექტის წევრებისაგან განსხვავებით ბეჰრამი,თავის მსხვერპლთ საკუთარი სარტყელის მეშვეობით ახრჩობდა.იმ სარტყელს,რომლითაც ბეჰრამი მსხვერპლს ახრჩობდა,გააჩნდა დიდი მედალიონი,რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ კერძო მუზეუმშია წარმოდგენილი.ბრიტანეტის ოსტ-ინდური კომპანიის თანამშრომელი – ჯეიმზ პეიტონი,რომელიც ინდოეთში 1830-იან წლებში მუშაობდა,ირწმუნებოდა,რომ საკუთარი თვალით იხილა “ტუგის სექტანტების” მიერ 125 მამაკაცის და 25 ქალის გაგუდვა.XIX საუკუნის 20-იან წლებში,ინდოეთის ხელისუფლება გავიდა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ყველაზე სერიული მკვლელის – ბეჰრამის კვალზე,რის შემდეგაც იგი დააკავეს.მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა,ინდოეთის ხელისუფლებამ მისი სიკვდილით დასჯა ვერ შეძლო,რადგან მან “აქტიურად ითანამშრომლა” გამოძიებასთან”.მანვე გამოძიებას უამრავი სექტის წევრი დააკავებინა და მხოლოდ და მხოლოდ მცირეოდენმა ნაწილმა შესძლო გაქცევით ეშველა თავისათვის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ დაკავების შემდგომ ტაგ ბეჰრამმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და თავისუფლებაზე გამოსვლის შემდგომ,1840 წელს საკუთარ სახლში,მისი ღვიძლი ძმის მიერ იქნა დახრჩობილი,ისევე,როგორც თავად ახრჩობდა სხვებს.ტაგ ბეჰმანის სახელი კი სამუდამოდ დამკვიდრდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და სერიული მკვლელი კაცობრიობის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)