“სონორას უდაბნო”
“სონორას უდაბნო” - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “ჰილას უდაბნო”.იგი გახლავთ ქვიშა-კლდოვანი უდაბნო,რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში,ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე.მოიცავს ტერიტორიებს ამერიკის,არიზონასა და კალიფონიის შტატებს და მექსიკის შტატ სონორას,ჩრდილოეთით კალიფორნიის ყურემდე.სონორა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცხელი კლიმატის მქონე უდაბნოსჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისა. (ავტორი გენია.ჯი) მისი საერთო ფართობი 311,000 კვადრატული კილომეტრია.მის სუბ-რეგიონებს წარმოადგენს: იუჰას,იუმასა და კოლორადოს უდაბნოები.მისი ფლორა და ფაუნა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია.სონორას უდაბნოში ბინადრობს 60 სახეობა ძუძუმწოვრებისა,350 სახეობა ფრინველებისა,რეპტილიების 100 სახეობა,ამფიბიების 20 სახეობა და ადგილობრივ მცენარეთა 2000-მდე სახეობები.სონორას უდაბნოში,არიზონას შტატის ტერიტორიაზე განლაგებულია “საგუაროს ეროვნული პარკი”.უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთ-ერთი იშვიათი,დაბალი ღირებულების მქონე მინერალი “აჰოტი”-ს საბადო.დღესდღეობით,ამავე უდაბნოს ტერიტორიაზე ინდიელთა ჩვიდმეტი სხვადასხვა ტომის ხალხი ცხოვრობს. (ავტორი გენია.ჯი) სონორას უდაბნო,საყოველთაოდ ცნობილი გახდა გამოჩენილი ამერიკელი მწერლის – კარლოს კასტანედას წიგნის “სწავლება დონ ხუანისა: ცოდნის გზა ინდიელი იაკებისა”-ს და სხვა მწერალთა მიერ დაწერილი ნაწარმოებების მიხედვით,სადაც წიგნებში მომხდარი სიუჟეტები სონორას უდაბნოში ვითარდება.აღნიშნული უდაბნო ასევე ცნობილია,დიდი ამერიკელი კინორეჟისორის – სტივენ სპილბერგის 1977 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის: “მესამე დონის ახლო კონტაქტებში”,მოყვანილი მოვლენების,მიხედვითაც სადაც სიუჟეტები “სონორას უდაბნოში” ვითარდება. (ავტორი გენია.ჯი)