ჰიპათია ალექსანდრიელი

ჰიპათია ალექსანდრიელი - დაიბადა დაახლოებით 370 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო,ძველბერძენი წარმომავლობის მქონე ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და ასტრონომი ქალბატონი,რომლის მოღვაწეობაც დაემთხვა ქრისტიანული რელიგიის მასიურად გავრცელების პერიოდს.განათლება მამის მკაცრი ყურადღების ქვეშ მიიღო,თავად მამამისი თეონ ალექსანდრიელი მიეკუთვნებოდა სწავლულს, ალექსანდრიული სკოლისა.დაახლოებით 400 წელს ჰიპათია მიწვეულ იქნა ალექსანდრიულ სკოლაში,ლექციების წასაკითხად,სადაც შემდგომში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ წამყვან კათედრას ფილოსოფიისა. (ავტორი გენია.ჯი) მსმენელებს იგი შეასწავლიდა არისტოტელეს,პლატონისა და სხვა გენიალური ფილოსოფოსების ფილოსოფიებს.გარდა ამისა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მათემატიკაში.ფართოდ იყო დაკავებული ასტრონომიული ცხრილების შედგენით.მანვე დაწერა კომენტარები ცნობილი ძველბერძენი მათემატიკოსის – აპოლონიუს პერგელისა და გამოჩენილი ძველბერძენი მათემატიკოსის – დიოფანტე ალექსანდრიელის,ნაშრომებზე.აღსანიშნავცია,რომ აღნიშნული კომენტარები დღევანდელ დღემდე იქნა შემონახული პირვანდელი ფორმებით.ჰიპათია გარდა იმისა,რომ ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას,აქტიურად იყო ჩართული ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში.იგი გარკვეულ ზემოქმედებას და გავლენას ფლობდა ქალაქის პრეფექტის – ორესტეს მიმართ.აღნიშნული ფაქტი კი დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ეპისკოპოსს კირილეს მხრიდან,რამაც ჰიპათიას მიმართ,ქრისტიანთა მიერ უნდობლობა გამოიწვია და მას დასდეს ბრალი ყოველგვარ უსიამოვნებებში,რაც მათ თავს იმ პერიოდის ალექსანდრიაში ტრიალებდა.ამან კი ეგვიპტელ ქრისტიანთა ჯგუფის – “პარაბალანების” (ეპისკოპოს კირილეს მხარდამჭერები) მიერ მასზე თავდასხმა გამოიწვია,რის შედეგადაც 415 წელს ჰიპათია მათ თავდასხმას ემსხვერპლა.ამ თავდასხმის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბიზანტიელი ისტორიკოსი სოკრატე სქოლასტიკი (380-439 წლები).სხვა წყაროების მიხედვითაც აღნიშნული თავდასხმა ჰიპათიაზე,სწორედ ეპისკოპოს კირილეს ბრალდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ “ეკლესიის რეფორმატორები”-ს კრებულში ეპისკოპოსი კირილე ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად არის მოხსენიებული,მაინც აღნიშნულია,რომ მორალური პასუხისმგებლობა ჰიპათიას დაღუპვაზე,მასაც მიუძღვის”.ასეთივე ვერსიებია სხვა ავტორების მიერ დაწერილ ნაშრომებშიც. (ავტორი გენია.ჯი) ადრინდელ პერიოდში ჰიპათიას “წარმართ” წამებულად მიიჩნევდნენ,რომელიც ბრბოს მიერ მოკლულ იქნა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით,თუმცა დღევანდელ დღეს ისტორიკოსები მიიჩნევენ,რომ ჰიპათია არ იყო წარმართი,იგი უბრალოდ ყველა რელიგიის მიმართ ლოიალური მხედველობით იყო ცნობილი,რამაც მის მიმართ ფანატიკოსების მხრიდან აგრესია და საბოლოოდ სიკვდილიც გამოიწვია.ჰიპათიას სახელი დარქმეულ იქნა 1884 წელს აღმოჩენილი ასტეროიდზე (238).ჰიპათია გახდა უამრავი მწერლისა და პოეტის ერთგვარი მუზაც კი.მის მიერ დაწერილი ნაშრომები გახლდათ: “ასტრონომიული კანონი”,”დიაფონტეს მათემატიკის” კომენტარები და სხვა მეცნიერული ნამუშევრები.აღსანიშნავია ისიც,რომ მის სილამაზეზე დღემდე მრავალი ლეგენდა დადის. (ავტორი გენია.ჯი)