“ძველი კრეტის პოლისების სახელმწიფო წყობილება”
უძველესი კრეტის პოლისებს არა ცალკე პიროვნებები,არამედ კოლეგიები მართავდნენ. ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში კუნძულ კრეტაზე უნდა არსებულიყო დაახლოებით 46 ქალაქი.ამ ქალაქები მმართველ თანამდებობის პირთა კოლეგიას კოსმოსია ან კოსმების კოლეგია ერქვა.კოსმისთა კოლეგია ათი წევრისაგან შედგებოდა.ხსენებულ კოლეგიას სათავეში ედგა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო წევრთაგანი – “კოსმოს-ეპონომი”.კოლეგიას ირჩევდნენ ერთი წლის ვადით.გორტინის კანონებიდან ირკვევა,რომ კოსმოსებს,ესე იგი უმაღლეს სახელმწიფო მოხელეებს,არ ჰქონდათ უფლება მიეღოთ მონაწილეობა სასამართლო პროცესში მანამ,სანამ არ გადადგებოდნენ თანამდებობიდან. (ავტორი გენია.ჯი) კოსმოსთა კოლეგიაში ერთდროულად ყველა ფილე არ იყო წარმოდგენილი.ფილეები რიგ-რიგობით იყვნენ წარმოდგენილნი კოსმოსთა კოლეგიაში.კოლეგია განაგებდა სამხედრო საქმეს.კოსმოსთა კოლეგიის ქვემდებარეობაში იყო უცხოელთა შორის წარმოშობილი დავის მოწესრიგება,აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეთა შორის შესაძლო დავების მოგვარება. (ავტორი გენია.ჯი) კოსმოსთა კოლეგიას უნდა განეხილა მემკვიდრე ქალიშვილების უკანონოდ გათხოვების საქმეც.არის ცნობები,რომ კოსმოსთა კოლეგიასთან ერთად ფუნქციონირებდა უხუცესთა საბჭოც და სახალხო კრებაც,მაგრამ სახალხო კრების როლი მეორეხარისხოვანი უნდა ყოფილიყო.უხუცესთა საბჭოში შედიოდა 28 ან 30 კაცი,ყოფილი კოსმოსთა კოლეგიის წევრები.ისინი სამუდამოდ (მთელი სიცოცხლის მანძილზე) ისხდნენ საბჭოში და დემოს თითქოს თავისი შეხედულებით განაგებდნენ,როგორც გვაროვნული დიდკაცობის ლიდერები,გადააყენებდნენ რა მთავრობას,იწვევდნენ აკოსმიას (ანარქია).ძველი კრეტის სახელმწიფო წესწყობილებას დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული – არისტოტელე,უარყოფითად აფასებდა და ასკვნიდა,რომ კრეტის წყობილებას სახელმწიფო წყობილებასთან მხოლოდ ზოგიერთი მსგავსება თუ აქვსო.ამავე წყობილებას არა მარტო არისტოტელე აკრიტიკებდა,არამედ სხვა უამრავი ძველბერძენი მეცნიერიც,რომელთაც კრეტის სახელმწიფო წყობილება,დროში ჩარჩენილ გვაროვნულ წყობილებად მიაჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი)