“ნალანდას უნივერსიტეტი და სამონასტრო კომპლექსი”
“ნალანდას უნივერსიტეტი და სამონასტრო კომპლექსი” - გახლდათ ჩრდილოეთ ინდოეთში (ბიჰარის შტატი) მდებარე უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი V-VII საუკუნეებისა,სადაც პედაგოგებად მოღვაწეობდნენ იმ დროის უდიდესი სწავლულები და მოაზროვნეები.ამ განათლების უდიდესს ცენტრში სწავლობდნენ არა მარტო,ადგილობრივი მოქალაქეები,არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც,რომელთაგან შემდგომ,მრავალი კურსდამთავრებული,დიდი ფილოსოფოსები და მეცნიერები გახდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაარსებულ იქნა V საუკუნეში,მაშინ როდესაც ნალანდა ყვაოდა ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო “გუპტას იმპერიის” შემადგენლობაში (IV-VI საუკუნეები).მიუხედავად იმისა,რომ იცვლებოდა მმართველები გუპტას იმპერიაში,ამ საგანმანათლებლო ცენტრის მიმართ ყურადღება არც ერთ მმართველს არ მოუკლია.”ნალანდას” შესახებ ცნობებს გვაწვდის დიდი ჩინელი სწავლული,ფილოსოფოსი და ბუდისტი ბერი – სიუანცზანი (602-664 წლები),რომელმაც იმოგზაურა ნალანდაში.გადმოცემების თანახმად,აღნიშნულ უნივერსიტეტში ისწავლებოდა აბსოლუტურად ყველა მეცნიერება,რაც კი იმ დროისათვის იყო ცნობილი და სტუდენტთა რაოდენობა 10,000-საც კი აჭარბებდა.უნივერსიტეტს ეკუთვნოდა 9 სართულის სიმაღლის მქონე ნაგებობა,6 ბუდისტური ტაძარი,7 მონასტერი და საუკეთესო ბიბლიოთეკა,სადაც 9 მილიონამდე წიგნი,თუ ხელნაწერი ინახებოდა.სიუანცზანის გადმოცემისვე მიხედვით,უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა გამოცდების ჩაბარების სისტემაც,ხოლო სტუდენტად გახდომა უნივერსიტეტისა,ურთულესი სამეცნიერო კითხვების გავლის შემდეგ იყო შესაძლებელი.1193 წელს უნივერსიტეტის ნაგებობები განადგურებულ იქნა,თურქული არმიების მიერ,რომელსაც სათავეში ედგა მუსულმანი ფანატიკოსი – ბახტიარ ჰალჯი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ამ პერიოდში ნალანდა,მხოლოდ ბუდისტურ სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა და ათასობით ბუდისტი ბერი იქნა ცოცხლად დამწვარი ამ ბარბაროსული შემოსევის შედეგად.იქ სადაც ადამიანები დაწვეს,გასაკვირი აღარ არის,რომ სრულიად გადაწვეს უნიკალური “ნალანდას” ბიბლიოთეკაც.ამ მოვლენამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ბუდიზმის რელიგიას ინდოეთში და უამრავი ბუდისტი მორწმუნე და ბერი ტიბეტსა და ნეპალში გადავიდნენ.1351 წელსტიბეტში გაიხსნა ამავე სახელწოდების სასწავლო ცენტრი.დღევანდელ დღეს ამ უზარმაზარი საგანმანათლებლო და სამონასტრო ცენტრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან,იგი განთავსებული იყო 150 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.აქვე აშენებულია თანამედროვე მუზეუმი,სადაც დაცულია გადარჩენილი ხელნაწერები და ისტორიული რელიქვიები,რაც კი “ნალანდას” უკავშირდება.ნალანდა სულ 90 კილომეტრით არის დაცილებული უძველესი ინდოეთის დედაქალაქის – პატნასაგან.დღესდღეობით იგი წარმოადგენს უდიდესი ისტორიულ,კულტურულ და რელიგიურ ძეგლს,რომელსაც ინდოეთის სახელმწიფო იცავს. (ავტორი გენია.ჯი)