“პედრას-ნეგრასი” – “(შავი ქვები)

“პედრას-ნეგრასი” - ესპანური თარგმანით აღნიშნავს “შავ ქვებს”.იგი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური ძეგლი – “მაიას” კულტურის,კლასიკური ხანისა.აღმოჩენილი ისტორიული კერამიკული ფირფიტების მიხედვით,პედრას-ნეგრასი არსებობდა ჩვ.წ.აღ-ით 700-820 წლებში,თუმცა მისი აყვავების ხანა,სხვა მონაცემებით უნდა ყოფილიყო ჩვ.წ.აღ-ით 600-810 წლები.თანამედროვე სახელწოდება “პედრას-ნეგრასი”,იგივე შავი ქვები”,მომდინარეობს იმ ქვების ფერის მიხედვით,რომელთა მეშვეობითაც იყო აგებული აღნიშნული ქალაქი.თავად მაიას ენაზე ქალაქის სახელწოდება გახლდათ – “იო’კი’ბ”-ი,რაც თარგმანით აღნიშნავს: “შესასვლელს,ან კარებს”. (ავტორი გენია.ჯი) მდინარე უსუმანსიტას (ცენტრალურ ამერიკის მდინარე,მიედინება მექსიკასა და გვატემალაში),სანაპიროზე მდებარეობს კლდე,რომელზეც გამოკვეთილია იო’კი’ბ-ის ნიშანი,რაც აღნიშნული ქალაქის უძველესი სახელწოდება გახლდათ.”პედრას-ნეგრასის ნაშთები მდებარეობს თანამედროვე გვატემალასი (პეტენის დეპარტამენტი),”სერ დე ლაკანტონის” ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.აღნიშნული ქალაქი გახლდათ დედაქალაქი მაიას ცივილიზაციის უსუმასინტას სამეფოსი,რომელიც მდებარეობდა ამავე სახელწოდების მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზე. (ავტორი გენია.ჯი) მის ირგვლივ კი მდებარეობდა ამავე ცივილიზაციის სხვა ქალაქებიც,რომელთა თანამედროვე სახელწოდებებია: ლა-ჰოიანკა,ლა-ორნადესი,პაქარალი,ლა-პასადიტა და საპოტე-ბობალი.ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო რამდენიმე ტაძარი,სასახლეები და სხვა ქალაქისათვის აუცილებელი დანიშნულების მქონე ნაშთები.აქვე აღმოცენილ იქნა უნიკალური რელიეფური გამოსახულებები.როგორც ისტორიული ქრონიკებიდან სჩანს,კლასიკურ პერიოდში აღნიშნული ქალაქი მეგობრულ დამოკიდებულებაში გახლდათ,მაიას ცივილიზაციის ქალაქ ტიკალთან და იაშჩილანთან.პედრას-ნეგრასი უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე ქალაქი გახლდათ მაიას ცივილიზაციის “უსუმანტინას სამეფოსი”. (ავტორი გენია.ჯი)